• რეკლამა
  • კონტაქტი
08:16, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი ცუდი და შემაშფოთებელი პრეცედენტის შესახებ უნდა გიამბოთ და ეხება ადვოკატთა ასოციაციას” – პატარაია

ალია ავტორი - ალია
13:37 10-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

ბაია პატარაიას ფოტო – Gocha LEZHAVA

უფლებადამცველი, ბაია პატარაია:

“ერთი ცუდი და შემაშფოთებელი პრეცედენტის შესახებ უნდა გიამბოთ, მეგობრებო, რაც ქალთა უფლებების დაცვაში უკან გადადგმული ნაბიჯია და ეხება ადვოკატთა ასოციაციას.

გემახსეოვრებათ თამთა თოდაძის საქმე, ახალგაზრდა ქალისა, რომელზეც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა პოლიტიკოსმა ილია ჯიშკარიანმა (ეს საქმე ჯერ კიდევ სასამართლოშია). თავის დროზე ამ საქმეს დიდი გამოხმაურება მოყვა, მედია დეტალურად აშუქებდა საქმის გარემოებებს და ინტერვიუებს იღებდნენ ორივე მხრიდან. ბრალდებულის ადვოკატი (კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელს და გვარს არ დავასახელებ) გამოირჩეოდა აგრესიული და დამამცირებელი რიტორიკით თამთას და მისი ოჯახის მიმართ. ადვოკატი მსხვერპლ ქალს მოიხსენიებდა როგორც: „პატარა მატყუარას“, „ცრუ თამთას“, „გაწვრთნილ, ჩივილსა თუ სხვადასხვა მახინაციებში გამოცდილ ე.წ. მსხვერპლს“, ,,გაქნილ აფერისტს და გამოცდილ ინტრიგანს,“, „გამოცდილ მახინატორს“, მომხდარ ფაქტს უწოდებდა „იაფფასიან სცენარს“ და სხვა.

ჩვენ მალევე მივმართეთ ადვოკატთა ეთიკის კომისიას, რომ შეესწავლა და შეეფასებინა ადვოკატის არაეთიკური ქცევა. ამ პარასკევს გამოგვიცხადეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ე. წ. ეთიკის კომისიამ პრობლემა ვერ დაინახა ზემოთმოყვანილ ციტატებში, მიიჩნია ისინი ეთიკურად და ადვოკატის სტრატეგიის ნაწილად…

ეს იცით რას ნიშნავს? ეთიკის კომისიამ (მე ვიტყოდი, არაეთიკური ადვოკატების გაპრავების კომისიამ) მწვანე შუქი აუნთო მსხვერპლი ქალების დამცირებას, შეურაცხყოფას, რეტრამვატიზაციას და ჩაგვრას. ფაქტიურად კომისიამ თქვა, რომ მსხვერპლის ბულინგი “მოსულა” და ეს უბრალოდ სტრატეგიაა.

როგორც ჩანს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association მიიჩნევს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის მტრული გარემოს შექმნა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაში ახალი ბარიერის შექმნა დაცვის სტრატეგიაა; მსხვერპლის დასტრესვა, ლანძღვა და თათხვა კი ეთიკურია. აქვე შეგახსენებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

ეთიკის კომისიამ არაეთიკურობის ფსკერი ჩახვრიტა და საშინელი სტანდარტი დააწესა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. პროცესის მონაწილე მსხვერპლის ბულინგი და დამცირება არასდროს ყოფილა და ვერასდროს იქნება ადვოკატისთვის დაშვებული სტრატეგია, მაგრამ ჩვენმა უვიცმა კომისიამ ეს არ იცის. სამაგიეროდ, ეს ვიცით ჩვენ, უფლებადამცველებმა, და ეს იციან საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მართალია, გადაწყვეტილება არსად არ საჩივრდება, მაგრამ კომისიის “ვაშკაცობის” ამბავს გავაგებინებთ ყველას. აგერ ზეგ ვგზავნით ჩრდილოვან ანგარიშს GREVIO-ში (ევროპის საბჭოში სტამბულის კონვენციის შესრულების მონიტორინგის ორგანოში) და უკვე ჩავწერეთ იქ ამ “შესანიშნავი” გადაწყვეტილების შესახებ. კიდევ ბევრგან და ბევრჯერ დაგხვდებათ წინ ეს სამარცხვინო საქციელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციავ, გპირდებით.

პ.ს. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა Tamta Todadzeს, რომელიც უდრეკად და ბოლომდე იბრძვის”

თეგები: ბაია პატარაიადავით ასათიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved