საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს:
“ბინძური მოშეს ახალი “მესიჯბოქსია”, რომ მელიას გაუხარდა მიშას დაჭერა. სწორედ მელია და მე ვიქნებით ქართველ ხალხთან ერთად რომ გამოგყრით მაგ კაბინეტებიდან, უმოკლეს დროში ვიხსნით ქვეყანას ერთად მე და მელია”.
სააკაშვილის პასუხი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც ნიკა მელიას ყველაზე მეტად გაუხარდა ექსპრეზიდენტის დაჭერა.
კომენტარები