• რეკლამა
  • კონტაქტი
10:13, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ირონიით ამბობს, რომ კედელი „მოხსნა“ მაგრამ შენობა არ დანგრეულა” – ისტორია სოციალური ქსელიდან

ალია ავტორი - ალია
21:16 10-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
717

გაბრიელ ჩუბინიძე აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“ერთი წლის წინ, რემონტის ჯგუფში ერთ-ერთმა წევრმა დასვა შეკითხვა შეიძლებოდა თუ არა პანელურ კორპუსში კონკრეტული კედლის მოხსნა და ოთახების გაერთიანება. მის პოსტზე ასეულობით კომენტარი დაიწერა, რომელშიც ყველა მეტ-ნაკლებად საქმეში ჩახედულმა ადამიანმა უთხრა რომ კონკრეტული კედელი იყო სიხისტის დიაფრაგმა, რომელზე შეხებაც კატეგორიულად იყო აკრძალული. რამდენიმე დღის შემდეგ, პოსტის ავტორი ნიშნის მოგებით აკომენტარებს და თან ურთავს ფოტოს (რომელიც მაშინვე გადმოვწერე და თქვენ ეხლა მას ხედავთ) და ირონიით ამბობს რომ კედელი „მოხსნა“ მაგრამ შენობა არ დანგრეულა. ნუ ამას მოჰყვა შესაბამისი რეაქციებიც რის გამოც პოსტი მალევე მთლიანად წაშალა.

მაშ რა არის სიხისტის დიაფრაგმა? ტექნიკური უნივერსტიტეტის სამშენებლო განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ: “სიხისტის დიაფრაგმები – შენობის მზიდი სისტემის ვერტიკალური ელემენტები, რომლებიც ღებულობს ჰორიზონტალურ დატვირთვებს (ქარის, სეისმურს და სხვ.) და გადასცემს მას საძირკვლებს; გარდა ამისა, ს.დ. ღებულობს ვერტიკალურ დატვირთვებს, რომლებიც უშუალოდ მათზეა მოდებული რიგელების, გადახურვის ფილების, კიბეების, საინჟინრო დანადგარებისაგან და სხვ. როგორც წესი, არის დაარმირებული რკ.ბ.-ის (იშვიათად ლითონის) ტიხარი სისქით 10…15 სმ. ს.დ. ყენდება კოლონიდან კოლონამდე, მიემაგრება მათ და მუშაობს მათთან ერთად.”

როგორ მე მესმის (თუ არადა შემისწორეთ) არსებული კედელი, მიწისძვრის ან ძლიერი ქარის შემდგომ წარმოქნილ დაწოლას საკუთარ თავზე იღებს და ფანტავს, შედეგად შენობას სძენს სიმყარეს. იგი პირველი სართულიდან ბოლომდე ერთიანი კონსტრუქციაა და ეფექტურია მხოლოდ ერთიანობის შემთხვევაში. მაშ, გამოდის რომ ბინის პატრონმა გაწირა საკუთარი თავი და ათეულობით ოჯახი როგორც მინიმუმ ბინის ავარიულობისთვის, ხოლო მაქსიმუმ სიკვდილისთვის.

რუსული კანონმდებლობით სიხისტის კედლის მოხსნა კატეგორიულად აკრძალულია, მეტიც ნებისმიერი სახის ბინის გადაგეგმარება წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული სახელმწიფოსთან წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე წავა სასამართლოში სადაც არამხოლოდ დიდი თანხით დააჯარიმებენ ავტორს (ისევე როგორც შემსრულებელ მუშას) არამედ მოუწევს ყველაფრის აღდგენა და გამოსწორება (რაოდენ კარგი და სწორიც არ უნდა იყოს გადაგეგმარება). საქართველოში კი საერთოდ არ არსებობს არანაირი ეფექტური სამსახური და უბრალოდ კანონმდებლობაც კი რომელიც დაიცავს შენობებს მსგავსი თვითდესტრუქციული ჩარევებისგან, მეტიც შენობებისა და ადამიანების ბედი წყდება ფეისბუქ ჯგუფებში ან „გამოცდილი“ მუშის მიერ რომელმაც ხშირ შემთხვევაში არც არაფერი იცის შენობის კონსტრუქციული თავისებურებების შესახებ. ბათუმში რა მოხდა ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ფაქტია რომ ის შედეგია ბოლოს 30-წლიანი ბარდაკის რომელიც ქვეყანაში არსებობს და რომელსაც არანაირი დასასრული არ უჩანს.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved