• რეკლამა
  • კონტაქტი
21:32, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გთხოვთ, თქვენ სულიერ შვილს შიმშილობა გადააფიქრებინოთ” – მიმართვა პატრიარქს

ალია ავტორი - ალია
13:45 10-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

საქართველოს კლინიკების ასოციაცია პატრიარქს ღია წერილით მიმართავს და ილია მეორეს სთხოვს, სანამ მდგომარეობა დამძიმდება მესამე პრეზიდენტს სთხოვოს ციხეში შიმშილობის შეწყვეტა.

გთავაზობთ ღია წერილს სრულად:

“თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დაკავებული იქნა სამართალდამცველების მიერ და უკვე მეექვსე დღეა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს საპყრობილეში. პატივს ვცემთ მის ბრძოლას სამართლიანობისთვის, მაგრამ ყოვლად შემაშფოთებელია მისი განცხადება პროტესტის უკიდურეს ფორმასთან დაკავშირებით და ამასთან ერთად, იგი უარს აცხადებს საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებაზე. ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად პასუხობს შიმშილს, ბევრი რამ დამოკიდებულია ქრონიკული დაავადებების არსებობაზე. ადამიანებს შიმშილობის დაწყებიდან, ერთი კვირის შემდეგ, ეწყებათ ნივთიერებათა ცვლის მოშლა და ინტოქსიკაციის მოვლენები, გრძნობენ დაუძლურებას და აწუხებთ თავის ტკივილი. მე-10 – მე-12 დღიდან გამოიხატება არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა, ირღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის და თირკმლის ფუნქციები, ამასთანავე შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია და მასთან დაკავშირებული კოლაფსი. დარღვეული ტროფიკის შედეგად ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა და ვითარდება თავის ტვინის იშემიური მოვლენები. მოგვიანებით პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს პოლიორგანული უკმარისობა, რითიც საფრთხე ექმნება ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს. ამავე დროს, რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება შიმშილი, მითუფრო ჩნდება რისკი შეუქცევადი პროცესების განვითარებისა.

უწმინდესო და უნეტარესო, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რეალური საფრთხე ექმნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს, ამიტომ მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, სანამ მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება, იქნებ სთხოვოთ და გადაარწმუნოთ თქვენი სულიერი შვილი, შეცვალოს მისი გადაწყვეტილება პროტესტის უკიდურეს ფორმასთან დაკავშირებით, რამეთუ ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის ხელყოფა დაუშვებელია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელს უკავშირდება, ჩვენს ქვეყანაში, მრავალი სასიკეთო საქმეები, მისი ხელისუფლებაში ყოფნისას დასრულდა სამების საკათედრო ტაძარი, განახლდა ბაგრატის ტაძარი, აშენდა და რესტავრირებულიქნა მთელი რიგი ქალაქები, ჩამოყალიბდა სახელმწიფოს მართვის თანამედროვე ინსტიტუციები, იგი საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსია და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიოს ცნობილ პოლიტიკოსთა შორის. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოტენციალის რეალიზაცია, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების მოცემულ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ქართველებმა დავუშვით საბედისწერო შეცდომა და სათანადოდ არ დავიცავით საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიცოცხლე, დღეს ვალდებული ვართ არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა. ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

წერილს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი, ვილი პაჭკორია აწერს ხელს.

ცნობისთვის, სააკაშვილი ციხეში მოხვედრის დღიდან შიმშილობს.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved