• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინული გამოცემა: მსოფლიოს არცერთ ლიდერს არ უთქვამს „თავისუფლება მიშას!“ მზადაა უკრაინა, დააყენოს სააკაშვილის ინტერესები საქართველოსთან ურთიერთობებზე მაღლა?

ალია ავტორი - ალია
13:23 10-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და უკრაინისთვის შესაძლო გადაცემას უკრაინული მედია ეხმაურება. სტატიას სათაურით „შეუძლია თუ არა უკრაინას სააკაშვილის ქართული ციხიდან დახსნა?“ გამოცემა Європейська правда აქვეყნებს.

„ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. ეს განცხადება ფორმალობა იყო, თუ კიევი ნამდვილად შეეცდება, დაიხსნას საქართველოს ექსპრეზიდენტი ციხისგან და არსებობს თუ არა ამისთვის რეალური მექანიზმები? თეორიულად, ასეთი შესაძლებლობა არსებობს: საქართველოს შეუძლია გადასცეს სააკაშვილი უკრაინას, მაგრამ არსებობს რამდენიმე „მაგრამ“.

პირველი – კიევში ჩამოსვლის შემთხვევაში სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, ის უბრალოდ უკრაინულ ციხეში მოხვდება, თანაც დიდი ხნით.

მეორე – ამ შემთხვევაშიც კი, სასჯელის მოსახდელად უკრაინისთვის შესაძლებელი გახდება მხოლოდ რამდენიმე წელიწადში.

მესამე – საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები და დასავლეთის რეაქცია ბოლოდროინდელ მოვლენებზე სააკაშვილის ბედს კიდევ უფრო ართულებს.

ყველაზე მთავარი კითხვა ასე ჟღერს: მზადაა თუ არა უკრაინა, დააყენოს სააკაშვილის ინტერესები საქართველოსთან ურთიერთობებზე მაღლა? მოკლე პასუხია – არა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებების ტონი საკმაოდ კორექტულია: კიევი ითხოვს სააკაშვილისთვის სამართლიან სასამართლოს და კონსულთან წვდომის უზრუნველყოფას. გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯაროდ ჰპირდება ქართულ ხელისუფლებას, რომ არ ჩაერევა თბილისის შიდა საქმეებში სააკაშვილის გასამართლების კონტექსტში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი უკრაინელ კოლეგებთან კონსულტაციის შემდეგ ასევე საკმაოდ მშვიდია. თუმცა, დავუბრუნდეთ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების საკითხს, როგორც თეორიულ შესაძლებლობას.

საერთაშორისო სამართალში არსებობს სქემა ასეთი პატიმრების სამშობლოში დაბრუნებისთვის. ხანდახან ადამიანს აკავებენ და ასამართლებენ ისეთ ქვეყანაში, სადაც მისთვის უცხო ენა და კულტურაა, რაც სასჯელის მოხდას განსაკუთრებით ართულებს, ამიტომ ასეთ პატიმრებს სასჯელის სამშობლოში მოხდის საშუალება ეძლევათ. დიახ, სააკაშვილის შემთხვევაში ეს არარელევანტურია, მაგრამ კანონი ყველასთვის ერთია. შესაბამისად, არსებობს როგორც ევროპის საბჭოს კონვენცია, ასევე ქართულ-უკრაინული ორმხრივი შეთანხმება, თუმცა ამ სცენარის განხორციელების ალბათობა თითქმის ნულის ტოლია.

პირველ რიგში, ასეთი მექანიზმი სააკაშვილის გათავისუფლების უფლებას არ იძლევა. მის მიხედვით, უკრაინამ უნდა დაადასტუროს, რომ კიევში ჩამოყვანისთანავე სააკაშვილი ციხეში მოხვდება. ეს ნამდვილად არ სურს მიხეილ სააკაშვილს, რის შესახებაც მან უკვე განაცხადა. გარდა ამისა, ზემოხსენებული მექანიზმი ანიჭებს ოფიციალურ თბილისს უფლებას, მაგრამ არა ვალდებულებას – გაგზავნოს სააკაშვილი საზღვარგარეთ. საქართველოს ხელისუფლებამ ასეთ სცენარზე საჯაროდ თქვა უარი და ეს არაა გასაკვირი, ვინაიდან სააკაშვილი მათთვის პრობლემების მუდმივი გენერატორია.

ერთადერთი, რასაც სიტუაციის შეცვლა შეუძლია, დასავლეთის მხრიდან ზეწოლაა. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირი და აშშ თბილისზე სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის მიზნით ზეწოლას მოახდენენ და ამაზე სააკაშვილსაც დაითანხმებენ (რაც კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა), საქართველოს ხელისუფლებას ექნება უფლება, ამაზე უარი განაცხადოს, რამეთუ ჯერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოში არსებულ საქმეებზე განაჩენები უნდა დადგეს. ეს კი, განსაკუთრებით აპელაციის შეტანის შემთხვევაში, არაერთი წელი შეიძლება გაგრძელდეს. სააკაშვილის მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ დასავლეთი ჩარევის მზადყოფნას არ გამოთქვამს. 

სააკაშვილის დაკავებიდან უკვე რამდენიმე დღეა გასული, თუმცა არც ევროკავშირს და არც აშშ-ს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებიათ. ისინი სააკაშვილისთვის მხოლოდ „სამართლიან სასამართლოს“ ითხოვენ. მსოფლიოს არცერთ ლიდერს არ უთქვამს „თავისუფლება მიშას!“.

ქართული ოპოზიციის ხმამაღალი განცხადებები არჩევნების გაყალბების თაობაზე სათანადო მხარდაჭერას ვერ პოულობს – მეტიც, აშშ-მა და ევროკავშირმა მხარეებს სიტუაციის დეპოლარიზაციისა და არჩევნების მეორე ტურის მშვიდი ჩატარებისკენ მოუწოდეს. ევროპარლამენტი, რომელიც ცნობილია უცხო ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავისი მძაფრი და ხმამაღალი განცხადებებით, სააკაშვილს განსაკუთრებულ მხარდაჭერას არ უცხადებს. „ევროპის სახალხო პარტიაც“ კი, რომლის წევრიც სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობაა“, ჯერჯერობით დუმს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი თბილისში არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, მაგრამ თავისი კოლეგის დასაცავად არაფერი უთქვამს. ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილმა ვერ მიიღო უკრაინისა თუ დასავლეთისგან ისეთი მხარდაჭერა, როგორსაც ელოდა“, – აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორებიც Європейська правда-ს რედაქტორები იური პანჩენკო და სერგეი სიდორენკო არიან.

წყარო – იმედი

თეგები: მიხეილ სააკაშვილიუკრაინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი
ახალი ამბები

როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი

15:09 02-23-2026
LIVE  გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“
ახალი ამბები

LIVE გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი – ლანდშაფტის აღმოცენება“

14:16 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved