ჟურნალისტი, თამთა ბერიაშვილი:
“აშკარაა, რომ მიშას სიკვდილი უნდათ.
უნდათ, ისე მოაწყონ, რომ ვითომ შიმშილობის გამო გარდაიცვალა. ამას ის მოწმობს, რომ მიშამ ექიმების დახმარებაზე უარი თქვა. უფრო სწორად, ათქმევინეს. ეს საგანგაშო სიგნალია.
მიშა სააკაშვილი ჩემი სამშობლოს მესამე პრეზიდენტია, ანუ ჩემი პრეზიდენტიც, და მე ა რ მინდა, მასაც იგივე ბედი ეწვიოს, რაც ჩემი სამშობლოს პირველ პრეზიდენტს. მოვლენები კი ზუსტად ისე ვითარდება, როგორც პირველი პრეზიდენტის დროს.
იგივე სქემა მუშაობს, – ვითომ მეგობრების და კეთილისმყოფელების აქტიური მოწოდებებით ჩამოიტყუეს, ხელში ჩაიგდეს და თავიანთი აგენტურის ხელით სიცოცხლეს გამოასალმეს. თავი მოიკლაო, გაავრცელეს.
მიშას კი თვითონვე მოაწერინეს ხელი საკუთარ სასიკვდილო განაჩენზე. მე არ ვამბობ, რომ ეს ხელისუფლებას უნდა. ეს უნდათ საქართველოს მტრებს, რომელთაგანაც ზოგი ხელისუფლებაშია მოკალათებული, ზოგი კი – ოპოზიციონერობას თამაშობს.
ახლა უკვე ქოცი – ნაცი აღარ უნდა არსებობდეს. ყველამ ხმა უნდა აიმაღლოს მესამე პრეზიდენტის დასაცავად, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის. მიშას ვერ მოკლავთ! ხალხი არ მოგაკვლევინებთ!
ყველას ვთხოვ, გააზიარეთ მაქსიმალურად! ეს პირველი შემთხვევაა, მე რომ პოსტის გაზიარებას ვითხოვ. მაგრამ ყველა უნდა ჩაუფიქრდეს, ყველა უნდა მიხვდეს, რა გეგმა აქვთ საქართველოს მტრებს. და ყველა ერთად უნდა დავდგეთ, რომ მათ ეს არ გავატანინოთ! გამოვფხიზლდეთ ყველა! !”
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი წერილი, სადაც ის ამბობს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და მოაწერა უკვე ხელი, რომ გონის დაკაგვრის შემთხვევაშიც კი, სამედიცინო ჩარევაზე უარს აცხადებს.