• რეკლამა
  • კონტაქტი
00:01, პარასკევი, 16 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წარუმატებლები არიან მელია და ხოშტარია, გახარიას პიარი შეცდომა იყო”, “თქვენი პარტიის პრობლემა შენ ხარ” – სანაია და ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:59 10-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერის აქვეყნებს, რომელსაც, ჟურნალისტი, ვახო სანაია ეხმაურება:

ჩერგოლეიშვილი:

“ახლა რაღაც გადაცემას ვუყურებ გადახვევით.

მედიას გახარია არ ჩამოუშვია ეთერიდან გასული 3 თვის განმავლობაში.

და ეს მედია, ოპოზიციას საყვედურობს, მერე რა რომ პოპულისტები არ გევასებათ, რატომ ხუთიანები არ დაიწერეთ, ხალხი ვერ ცნობდა კანდიდატებსო.

გახარიას სანამ აშუქებდნენ, ხიხოსთვის წნევის გასაზომად, არცერთი მაჟორიტარი არ გაუშუქებიათ – ხალხი ვერ ცნობდაო.

უფრო მეტიც, ტეხავდნენ კოორდინაციის მონაწილე პარტიებს ზოგიერთი კონკრეტული ტელევიზიის ეთერებიდან, იმიტომ რომ მათ პატრონებს განსხვავებული დღის წესრიგი ჰქონდათ.

ერთი გამოცდილი ჟურნალისტი პასუხობს, მე რატომ უნდა გამეშუქებინა, ამბავი თავად შეექმნათო – მაჟორიტარობის კანდიდატები იყვნენ და ამბავი არ შეგიქმნიათო.

გახარია ამბებს ქმნიდა “კოკაინშიკს” ეძახდნენ და მაგის რჩევა იყო ელექტორატისთვის სასარგებლო ჩვენი მედიის აზრით.

ანუ დაივიწყეთ იდეოლოგიური სხვაობები, დაივიწყეთ პოლიტიკა, დაივიწყეთ პრინციპები, ღირებულებები, საკუთარ სინდისზე იძალადეთ, თქვენთვის მიუღებელ აჯაფსანდალში ჩაწექით და ხუთიანები დაიწერეთო.

მე მარტო ილია ჭავჭავაძის სიტყვებით ვუპასუხებ ამ უდიდეს აბსურდს.

“ღრმად დაკვირვება არ არის საჭირო, კაცმა დაინახოს, რომ ადამიანის ჭკუას რაღაც გაუტყდა, ბუნებური მართულები მოეშალა, რაღაც სალტე ან მოჰშვებია, ანუ უფრო მეტად წასჭერია, რაღაც სოლი ამოვარდნია და ძირით თხემამდე თავი და ბოლო დაჰბნევია. კაცს ეხლანდელ დროში ვერა გაუგია რა, ვერა გამოურკვევია-რა. ხედვით ერთსა ჰხედავს, სმენით სულ სხვა ესმის. არის ერთი არეულობა.

——

ძნელია, როცა სახელმძღვანელო დედააზრებს ფეხქვეშედამ მიწა გამოეცლება; ძნელია, როცა თქმასა და ქმნას შუა ხიდი ჩატყდება. აი მაგალითი ამისთანა ყოფისა, რომელმაც გამოიწვია ეს ჩვენი საუბარი და რომელიც ერთი მრავალთაგანია. კითხულობთ ჟურნალ-გაზეთებს და გიკვირთ, – რაზედ შემოსწყრომია მწერლობა ლოღიკასაო? სად მიჰმალვია სახელმძღვანელო დედააზრი, რომ ესე არახუნებს უთავბოლოდაო?”

რეეებს ბოდავთ ხალხო?”

სანაია:

ჩვენ დაგვაბრალე თქვენი კანდიდატების წარუმატებლობა ?

ძალიან სუსტი არგუმენტები ჰქონდა გიგას გუშინ. და ეს არგუმენტები სრულად გაბათილდა არა მხოლოდ არჩევნების მონაცემებით, არამედ საღი პოლიტიკური აზრითაც. ჩემი აზრების საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ მოვისმინე.

რადგან შენი და გივას მოსაზრებები ემთხვევა ერთმანეთს ამ საკითხში, გადაცემის მიღმა აქაც დავწერ და ცოტა რაღაცებსაც მივამატებ. ვიქნები გულწრფელი, რადგან კრიტიკას მხოლოდ მაშინა აქვს აზრი, თუ ის გულწრფელია.

ანუ თქვენს კანდიდატს რომ ცნობადობა დაბალი აქვს, ეგ ჩვენი ბრალია ?

მოდი მივყვეთ ლოგიკას. ესე იგი, ცნობადობის პრობლემა მედიის ბრალია. ცნობადობის პრობლემამ კი თავის მხრივ გამოიწვია დაბალი შედეგი.

და გიგა რატომ არ დადგა მაჟორიტარად. ცნობადობის პრობლემა არა აქვს. ათეული წპებია, პოლიტიკაშია და ყოველდღოურად ეკრანზეა. არ მითხრა ახლა, ახალი სახეები გვინდოდაო 

რატომ აიღო უგულავამ ამხელა პროცენტი ფოთში ? იმიტომ, რომ სწორი გათვლა გააკეთა, როცა 5 ნომრით გავიდა.

რეგიონებზე შეტანხმება არ იყო, მაგრამ თეორიულად დავუშვათ, რომ ისევ თქვენთან ყოფილიყო დ 2 ნომრით გასულიყო, მაგდენს ვერ აიღებდა. არ იყო თქვენთან და მაგ მოცენულობში სწორად მიხვდა ნომრის არჩევას..

ნაციონალებმა არ იმუშავესო საკმარისად, რომ ჩვენს კანდიდატს გაემარჯვაო. ანუ მედიასა და ნაცების ბრალიაო – ამბობ. თამარ, იქნებ თქვენს თავში ეძებოთ პრობლემა – როცა საერთო მიზანი უნდა გქონდეთ ოპოზიციას, ყველა სტატუსში მათ ლიდერს ლანძღავ. როგორ გინდა, დაარწმუნო ამომრჩეველი, შემოხაზოს ის ნომერი, რომელიც თქვენ გეკუთვნით. თან ნომრის ცნობადობაც ნაკლებია, კანდიდატის ცნობადობაც, მხარდაჭერა განუზომლად ნაკლევი ზოგადად პარტიის და ესაა მიზეზი, რამაც თბილისში ეს შედეგი მიგაღებინათ.

პარტიის ორ ძირითად პრობლემას დაგიწერ აქ, სადაც უნდა ეძებოთ გამოსავალი :

თქვენი პარტიის პრობლემა 1 – კანდიდატების ცნობადობაზე მეტი მუშაობა (ნონე კარგი ბიჭია – ოღონს ჩვენ ვერ ვიქნებით თქვენი კანდიდატების პიარი. ეგ თქვენი გასაკეთებელი საქმეა )

თქვენი პარტიის პრობლემა 2 – შენ.”

ჩერგოლეიშვილი:

“ქემოკლიძეს ცნობადობა ჰქონდა ვახო? თუ თქვენ შესძინეთ? კი. მისი პარტია უფრო საინტერესო აღმოჩნდა მედიისთვის. არავის არაფერს გაბრალებთ და ნონეს წარუმატებლად საერთოდ არ ვთვლი. ამოცანა შეასრულა, 16 პროცენტს ხმა მიაცემინა და ვადამდელისთვის ცნობადობა შეიძინა. ახალი ლიდერები გვჭირდება, განახლება უნდა პარტიას. და მე არ შემოვხაზავდი სხვა ნომერს, თუ ჩემი ამომრჩევლის ინტერესები არ იქნებოდა კოორდინაციაში გათვალისწინებული. ლიდერს კი არ ლანძღავს ვინმე, ლიდერის პოლიტიკას ლანძღავს და იმიტომ ლანძღავს რომ განსხვავებები არსებობს. და ან შეეგუებით ამ განსხვავებებს, ან იქნებით მთავარი ოპოზიციური პარტიის იმედად, ბიძინას რეჟიმში. წარუმატებლად ვთვლი მელიას და ელენეს – რომელსაც ამხელა ცნობადობა აქვთ და პირველზე ვერ გავიდნენ. არა ვახო, მისი პარტია უფრო საინტერესო იყო თქვენი მედიის პატრონისთვის, იმიტომ რომ ნახევარნაბიჯიანი თვალსაწიერი აქვს. და რაღაცეები შენზე უკეთ ვიცი – გახარიათი რომ ხიხოს წნევას უზომავდით, იმ დროიდან უკეთ ვიცი, უბრალოდ მედია რომ ვიღაცის ცნობადობაზე წუწუნებს, მაშინ როცა ქემოკლიძე უზის ეთერში კომიკურია – მიეცი ეთერი და გახდება ცნობადი.”

სანაია:

ანუ რეალური მიზანი ნონეს 16 პროცენტი თუ გქონდათ საერთო მიზნის საფარქვეშ, ეგ სხვა ამბავია. მე მეგონა, მოგებისთვის. ჩემი მედიის მფლობელთან ცხოვრებაში არასდროს მისაუბრია არც ერთ პარტიაზე ცხოვრებაში ხოლო ვინ დავპატიჟოთ სტუდიაში, ამას გადაცემის ოთახის მიღმა ვერავინ გადაწყვეტს. თუ გინდა, მოიკითხე ამბავი. მაინც რომ იცოდე შენთვის. აქვს გიგას ცნობადობა და რატომ არ დადგა ?შენც გაქვს ცნობადობა და გეცადა. მოდი სხვანაირად ვთქვათ. ლაკა თქვენთან რომ იყო, ბევრად ნაკლები ჰქონდა იმიტომაც, რომ პარტიის ნეგატივი მოჰყვებოდა. ესეც იყო მიზეზი. გამოვიდა თქვენგან, იმუშავა საკუთარ თავზე და აქვს უკეთესი შედეგები. დროას ნაცვლად ევროპულ საქართველოში რომ ყოფილიყო, დღეს ბევრად დაბალი შედეგი ექნებოდა.გავიდა უგულავა, დადგა 5 ნომრით და აიღო მაღალი პროცენტი. გადაიყვანა მეორე ტურში. ამიტომ გეუბნები. პრობლემა აქვს თქვენს პარტიას.და თქვენი პარტია კი არა განახლდა, დაიშალა. ტერმინებს დიდი მნიშვნელობა აქვს. დაიშალა და განახლების პროცესი აქვს. ამ სტადიაზე მყოფ პარტიას იქნებ ჯობდა, დაეთმო სხვისთვის ის ოლქები თბილისში და შეეტანა წვლილი საერტო საქმეში. ახლა გამოგივიდათ შემდეგნაირად – პარტიის განახლებისთვის გამოიყენეთ შექმნილი ვითარება და წინასწარ იცოდით, რომ უშანსოდ იყავით. არ ვამტყუნებ პარტიის სტრატეგიას, პრაგმატულია, მაგრამ ამ ფონზე კიდევ მედიას ან სხვა პარტიებს ბრალდება, ეს მართლა ნამეტანია

ჩერგოლეიშვილი:

“ვახო – კობახიძეს ნუ დაემსგავსები და ნუ იმეორებ გიჟივით იმას, რაც შენთვის არავის უთქვამს.არაფერს გაბრალებთ. თქვენ ტირით ნონეს ცნობადობაზე ქემოკლიძე რომ ეთერში გეჯდათ 24 საათი. მე არა. თორემ მე ნონეს 16 პროცენტითაც კმაყოფილი ვარ.10 პროცენტია ჩემი სამიზნე. მეტი არა. მაგ 10 პროცენტი მეყოფა, რომ პროცესებზე ის გავლენა მქონდეს, რაც მჭირდება.”

სანაია:

თამარ, ამ დიალოგში ახლა ყველაზე ნაკლებად მე ვგავარ კობახიძეს”

ჩერგოლეიშვილი:

“ააა და მელიამ რატომ ვერ მოიგო ხუთიანით?ან ცნობადმა ლაკამ რატომ ვერ გადალახა 40 პროცენტი?დაფიქრდი რაღაცას რომამბობ.თუ ვერ იგებ?რა მნიშვნელობა აქვს ძველი ლიდერის გაფუჭებას, როდესაც ვერც ძველმა გადალახა 40 პროცენტიანი ზღვარი – ახალი ლიდერი გააჩინო და ვადამდელში ახალი ლიდერით გახვიდე, არ ჯობია?თუ ხუთიანი იყო წარმატების ფორმულა, რატომ ვერ გადალახა ხუთიანმა მელიამ 40 პროცენტი?ფიქრობთ საერთოდ სანამ რამეს იტყვით?”

სანაია:

“მელიამ მეორე ტურში გადაიყვანა კალაძე. და დიდ კალაქებში 5 ნომერმა გადაიყვანა მეორე ტურში ოცბება. ყველა იყო ხუთიანი. რა არის აქ გაუგებარი.ჩემი აზრით, ელენე ვაკეში უნდა მდგარიყო, მაგრამ გლდანში აღებული პროცენტი ორჯერ და ზოგან სამჯერ მეტია, ვიდრე ტქვენი და სხვისი ზოგიერთი კანდიდატისგან განსხვავებით.ელენეს ადგილზე მეც გავრისკავდი 32 ნომრით, რადგან ბევრად პოპულარული და მისაღებია, ვიდრე თქვენს პარტიაში ვინმე. ვაკეში ელენე უფრო მეტს აიღებდა და მანდაც მეორე ტური იქნებოდა.

 ჩერგოლეიშვილი:

“მე არაფერი არ მომცა მელიამ. თავის თავს მისცა. ჩემი, გირჩის და ელეენს მხარდაჭერის გარეშე, 6 პროცენტით ნაკლები ექნებოდა. – სულ მცირე. პოლიტიკური პროცესის გააზრება შეძელით და მერე იკომენტატორეთ. მე მომცა არა კვახი.”

სანაია:

“ეგ პროცენტები ეგრე ავტომატურად არ ითვლება და ნუ შევაცდენთ მკითხველს. პირდაპირ შედეგები აირო და მიაკლო და მიამატო არ შეიძლება. თუ სხვა მოცენულობა იქნებოდა, კამპანიაც სხვანაირი იქნებოდა.მე გეტყვი, რა უნდა გექნათ ამ მოცემულობაში – პარტიის მიღმა გეპოვათ პარტიას ადამჯანი, რომელსაც მაღალი ცნობადობა ექნებოდა. მაგრამ მაინცდამაინც ახალი ადამიანები გინდოდათ. პარტიულად უხეირეთ, კანდოდატი გაიცნო ხალხმა, მაგრამ საერთო საქმეს ვერ წაადგა ეგ ამბავი. ანუ პარტიულმა ჯნტერესმა გადასძალა საერტო ინტერესი. მაგრამ ეს არაა ტრაგედია. ხდება ხოლმე.მე მაინც მგონია, მეორე ტურში უნდა იმუშაოთ ნაციონალების კანდიდატებისთვის. აი რაც ნაციონალებმა ,,ვერ გააკეთეს” თქვენი კანდოდატებისთვის თქვენი შეფასებით, ეგ უნდა გააკეთოთ ახლა თქვენ ნაციონალებისთვის.მოკლედ, დიდი ქალაქები ბიძინას მარცხია და ეს ოპოზიციამ და საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს. ახლა მხოლოდ ესაა ჩემი საფიქრალი. შეცდომებზე გამოვთქვი ჩემი აზრი საკმარისად.”

ჩერგოლეიშვილი:

“შეცდომა ნონეს და ჩელესნაირი პატიოსანი ხალხის წინ წამოწევა კი არ იყო. შეცდომა იყო გახარიას გაუთავებელი პიარი. მაგრამ თქვენი ნებაა რა შეცდომებს დაუშვებთ”

სანაია:

“რა პიარი, თამარ, რა პიარი. გადაახვიე და ნახე გახარიასთან ჩემი ეთერი საარჩევნო ფორმატში სულ ერთხელ მყავდა და გადავუარეთ ზედ. რაც შეეხება ზოგადად მედიის ინტერესს, სულ არ მიკვირს გახარია რომ უფრო აქტუალური იყო, ვიდრე ევროპული საქართველო. რამე გააკეთეთ და მოიმატებს ინტერესი.”

ჩერგოლეიშვილი:

“რა ჯანდაბა ვქნა? ტონიც მაგ ინტერესით იყო გამოწვეული?”

სანაია:

“როცა ყველას ბრალია თქვენი წარუმატებლობა თქვენ გარდა, ეგ რაღაცაზე მიანიშნებს.”

თეგები: ვახო სანაიათამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

15:42 05-15-2025
თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში
ახალი ამბები

თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

14:26 05-15-2025
როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება
ახალი ამბები

როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება

07:00 05-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved