• რეკლამა
  • კონტაქტი
06:10, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩემი მთავარი საზრუნავი და მთავარი პასუხისმგებლობა იქნება ყველა იმ სიტყვის, დანაპირების, პროგრამის და პროექტის განხორციელება, რაც შეიძლება სწრაფად, რაც საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოვთვალე – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
02:06 10-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29


ჩვენი მოსახლეობის მთავარი გამოწვევა არის, არა ამ არასერიოზული კაცის ციხეში ჯდომა, არამედ უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის განვითარება, სწრაფი აღდგენა და რა თქმა უნდა, პანდემიის დამარცხება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 


მთავრობის მეთაურის თქმით, მისი მთავარი საზრუნავი იქნება ყველა იმ პროექტის და  პროგრამის განხორციელება, რაზეც საარჩევნო კამპანიის დროს იყო საუბარი.


ჩემთვის ეს არჩევნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პირადად ჩემთვის, პრინციპული, ისე, როგორც მთელი გუნდისთვის, იმ ფაქტორების გამო, რაც მე ჩამოვთვალე, ლეგიტიმაციის საკითხი იყო და უამრავი სხვა. მათ შორის, ის ხედვა და გეგმები,  რაც გავაცანი ჩვენს მოსახლეობას და მოგეხსენებათ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად ვატარებდი აქტიურ კამპანიას და ვესაუბრებოდი მოსახლეობას მშვიდობის მნიშვნელობაზე, სტაბილურობაზე, ჩვენს მიღწევებზე, გაკეთებულ საქმეებზე და ჩვენს მომავალზე და მომავლის გეგმებზე. მათ შორის, ახლა რაც მოხდა, ბოლო პერიოდში, იანვარი-თებერვალი იყო აბსოლუტურად დეპრესიული თვეები, ეკონომიკური ვარდნა გვქონდა გასულ წელს, ვაქცინები არ იყო, როდესაც მოვედი პრემიერ-მინისტრად, ლარი იყო სამნახევარზე და ამ ვითარებაში ჩვენ დავიწყეთ მართვა და სიტუაციის გამოსწორება. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, გაბედული ნაბიჯები, არ მოვერიდები ამის არ თქმას, ცხადყოფს, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ჩვენ გავხსენით თანმიმდევრულად და გონივრულად ეკონომიკაც, ბიზნესიც აგვყვა და შემთხვევითი არ არის, რომ 45%-იანი ზრდა, მერე 25%-იანი,  18-იანი, 9 და 10%-იანი, ჯამში 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, მათ შორის, ვაქცინების შემოტანა მილიონობით და ლარის დასტაბილურება, ეს ყველაფერი არის 6 თვიანი მუშაობის შედეგი და არჩევნების 47%-ით მოგება.

ეს არის ის კარგი საფუძველი, რასაც უნდა დაეფუძნოს შემდგომი 3 წლიანი განვითარება და სტაბილურობა. მთავარი, რაც მე მინდა მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ჩემი მთავარი საზრუნავი და მთავარი პასუხისმგებლობა იქნება შემდეგი, რომ ყველა ის სიტყვა, ყველა ის დანაპირები, ყველა ის პროგრამა, პროექტი, რაც  ჩამოვთვალე ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ რომ დავდიოდით ჩვენს გუნდთან ერთად, მთავარი საზრუნავი იქნება ყველა ამ პროექტის, ამ პროგრამების განხორციელება, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენი მოსახლეობის მთავარი გამოწვევა არის, არა ამ არასერიოზული კაცის ციხეში ჯდომა, არამედ უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის განვითარება, სწრაფი აღდგენა და რა თქმა უნდა, პანდემიის დამარცხება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. მე უზომოდ მადლიერი ვარ ჩვენი მოსახლეობის, იმიტომ, რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორად გადაწყვიტა, სწორად დაუსვა ბეჭედი რომ იტყვიან და გამოგვყვა, ნდობის მანდატი გაგვიმყარეს. მათ არჩევანი გააკეთეს სტაბილურ განვითარებაზე. მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები, იქნება მშვიდობა, მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი. იმედი მაქვს, რომ პოლარიზაციაც დაიკლებს, ეს არასერიოზული კაციც საიმედო ადგილას არის მოთავსებული, ასე რომ, მთელი ეს სიტუაცია გვაძლევს ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩემი მთავარი მოტივაცია და მიზანი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მეტი საქმე გავაკეთოთ, ბოლომდე დავიხარჯოთ“, –  აღნიშნა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved