• რეკლამა
  • კონტაქტი
04:25, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

განიხილავდნენ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას, რომ ბოლომდე მომხდარიყო ჩვენი ხელისუფლების დელეგიტიმაცია – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:51 10-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33


ძალიან მოკლედ ვეტყვი ჩვენს მოსახლეობას, თუ რაოდენ ბინძურ პროვოკაციაზე არის და იყო წამსვლელი ეს კაცი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენ არ მივეცით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ისაუბრა, თუ რა სცენარი იყო დაგეგმილი.


„მათი გეგმა რა იყო, შიდა ინფორმაციები რაც გვაქვს ჩვენ და მათ შორის, ჩვენს სპეცსამსახურებს რა ინფორმაციაც ჰქონდათ და აქვთ, თუმცა არ მინდა კიდევ შორს წავიდე, მაგრამ ძალიან მოკლედ ვეტყვი ჩვენს მოსახლეობას, თუ რაოდენ ბინძურ პროვოკაციაზე არის და იყო წამსვლელი ეს კაცი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენ არ მივეცით. კულმინაციის დროს მაქსიმუმ 10 000 კაცის მობილიზებას ალბათ შეძლებდნენ და პოლიციას, ბუნებრივია, მაშინ მოუწევდა მისი დაკავება, მათ შორის, სპეცსაშუალების გამოყენებაც მოგვიწევდა და ამ დროს, ერთ-ერთ ვერსიად განიხილავდნენ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას, პირდაპირ გიცხადებთ, შიდა ინფორმაცია არის, მათი ერთ-ერთი ვერსია ასე განიხილებოდა, რომ ბოლომდე მომხდარიყო ჩვენი ხელისუფლების დელეგიტიმაცია, სრულად დავკარგავდით ამ შემთხვევაში ლეგიტიმურობას, უცხოეთში აჩვენებდნენ, რომ ნახეთ რა ხდება, ხოცავენ პირდაპირ ოპოზიციის ლიდერებს და რეალურად, მაშინ მოითხოვდნენ უკვე, არა თუ სააკაშვილის დაკავებას, არამედ მთავრობის გადადგომას, ეს ერთი და მეორე – ახალი არჩევნების დანიშვნას.

თქვენ თუ გესმით, რა მასშტაბის პროვოკაცია ავარიდეთ ჩვენს მოსახლეობას და ხალხს, ამას გიყვებით სრული პასუხისმგებლობით. კაცმა, ამ მართლად ავადმყოფმა ადამიანმა, დაიჯერა და ალბათ ჩვენც დავაჯერეთ კარგად და მადლობა ჩვენს ოპერატიულ თანამშრომლებს, რომლებმაც დააჯერეს, რომ აქ სიტუაცია იმდენად ღია იყო და ყველაფერი შეიძლებოდა, რომ დაიჯერო, ამას გააკეთებდა ჩვენს დროს, ჩვენს პირობებში. მე ადრე ვუთხარი და მინდა გავახსენო ამ ადამიანს, რომ ცეცხლს ეთამაშებიან, ცეცხლს ეთამაშებიან პირდაპირი მნიშვნელობით, იმიტომ, რომ მათ არ იციან, რომ ჩვენ, მეორედ ამ ადამიანებს არ დავანგრევინებთ ქვეყანას და არავის არ ავარევინებთ ქვეყანას, ეს ერთი და მეორე ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ გამოიარა, 90-იანი წლები, ძმათა შორის მკვლელობა, ამას ქართველი ხალხი არ აპატიებს, ჩვენი მოქალაქეები არ აპატიებენ, ჩვენი ხელისუფლება არ აპატიებს ამას. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო და მოვუხმო მათ გონიერებისკენ. ვიცი, რომ მათ პარტიის შიგნითაც კი, მათ შორის, მელიაც კი წინააღმდეგი იყო ამ სცენარის და მათ შორის იყო და არის დიდი ბრძოლა და მელია არის ძალიან ბედნიერი, სხვათაშორის, რომ მიშა არის ციხეში. ეს ცალკე საკითხია, მაგრამ არ ესმით ამ ადამიანებს, რომ ეს არ არის 2003 წლის ხელისუფლება, ეს არ არის 90-იანი წლების ხელისუფლება, ჩვენ ვართ სხვა ხალხი და მაინცდამაინც, თუ უნდა დაიჯერონ, რომ ყველაფერს ვაკონტროლებთ, დიახ ბატონო, ვაკონტროლებთ მათ ყველა პროვოკაციულ ქმედებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved