• რეკლამა
  • კონტაქტი
21:19, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – სააკაშვილი გამოვიდა, მეგის ქარდავას არ ვიცნობო. მე მინდა, საჯაროდ შევთავაზო გაცნობა, სხვათა შორის გვერდიგვერდ სსხედან

ალია ავტორი - ალია
22:41 10-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

სააკაშვილი გამოვიდა, მეგის ქარდავას არ ვიცნობო. მე მინდა, საჯაროდ შევთავაზო გაცნობა, სხვათა შორის გვერდიგვერდ სხედან. სააკაშვილს ღირსების ორდენი აქვს მისთვის ორჯერ გადაცემული“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, მსგავსი სადისტების მეშვეობით ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება.

„ხილი ნაყოფით ამოიცნობა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვუყუროთ შედეგს და გაკეთებულ საქმეს. შეიძლება ძალინ ბევრი რაღაც დააბრალო ადამიანს, მაგრამ თუ მის სიტყვას არ მოყვება ქმედება, სიტყვა რჩება სიტყვად და საქმე რჩება გაუკეთებელ საქმედ. თქვენ ახსენეთ ჩვენს მიერ მიღწეული პროგრსი, დაწყებული ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობა, ნატოსთან იდეალური ურთიერთობები, მათ შორის ჩემს დროს გახსნილი ერთობლივი წვრთნების ცენტრი კრწანისში. ყველა დონეზე, ყველა მიმართულებით პროგრესი და ხელშესახები პროგრესი ჩვენი მოსახლეობისთვის.

რუსულმა ჯარმა ჩვენი ტერიტორია დატოვა 2007 წელს. სააკაშვილის უგუნური პოლიტიკიის შედეგად, მათ ვერ აირიდეს პროვოკცია და უკან შემოაბრუნეს ჯარი. ცხინვალის მიმართულებით იყო მიმოსვლა, ნდობის აღდგენის პროცესი, სავაჭრო ურთიერთობები და ამ კაცმა დაანგრია ყველაფერი, იმიტომ, რომ ვერ აირიდა თავიდან ელემენტარული პროვოკაცია. დაგვაკარგინა ჩვენი ტერიტორიები. მანამდე კოდორის ხეობა გამოაცხადა ზემო აფხაზეთად. კოდორის ხეობაც წაიღეს და დავკარგეთ კოდორის ხეობა. დავკარგეთ ასზე მეტი სოფელი და დევნილად იქცა ათასობით ადამიანი. ამის შემდეგ გამოვიდა კაცი ტელეთერში და თქვა, ქვების გროვა იყო და რა ტერიტორიები ჩავაბარეთო. მინდა ვინც მას მხარი დაუჭირა, ვუთხრა, რომ დიდ შეცდომაში არიან შესულები და ტყუილად სჯერათ მისი ეშმაკისეული პროპგანდის და დემაგოგიის. ამის შემდეგ, მოღალატე, ერის და ქვეყნის გამყიდველ კაცს რომ მხარს დაუჭერ, თანამონაწილე ხდები. როცა აგვვისტოს ომი დსრულდა, რუსთაველზე გამოიყვანეს ეს გაუბედურებელი ხალხი და კონცერტი გამართეს და „მიშა, მიშა“ აყვირეს,მაშინ, როცა ჩვენი ბიწების, საამხედროებისს ცხედრები იყო გამოსაყვანი. აღარ გავიმეორებ, რაც ხდებოდა – ბიზნესის დატერორება, ადამიანების წამება, გაუპატიურება, უბედურება, რაც ხდებოდა.

ჩემი მინისტრობის დროს გამოვიძიეთ ძალიან გახმაურებული საქმეები, მათ შორის კასრების საქმე. ეს ხდებოდა სამეგრელოში. მიკვირს, რატომ დაუჭირა ზუგდიდში ამხელა პროცენტი რატომ აიღეს, იმიტომ, რომ თუ რამე ხდებოდა, ტანჯვა, ადამიანების წამება, გაუპატიურება, იმ მხარეში ხდებოდა, ამ სადისტების მეშვეობით. სააკაშვილი გამოვიდა, მეგის ქარდავას არ ვიცნობო. მე მინდა, საჯაროდ შევთავაზო გაცნობა, სხვათა შორის გვერდიგვერდ სხედან. სააკაშვილს ღირსების ორდენი აქვს მისთვის ორჯერ გადაცემული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved