• რეკლამა
  • კონტაქტი
21:25, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ ეს იყო მართლაც თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც კონკურენტულ პირობებში ჩატარდა, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს ბრძენ ხალხს, რომელმაც გუშინ მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება

ალია ავტორი - ალია
20:18 10-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს ბრძენ ხალხს, რომელმაც გუშინ მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ „ქართულ ოცნებას“, ჩვენს მმართველ პარტიას გამოუცხადა ნდობა და ნდობის მანდატი დაუმტკიცა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაური საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას გამოეხმაურა, რომელიც, მისი თქმით, ცალსახად პოზიტიურია.

„შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლები ჩვენ ჯერ კიდევ აპრილში მოვიწვიეთ. ჩემი დავალებით, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა გააგზავნა მოსაწვევი და მოვიწვიეთ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლები. ამას გარდა, ადგილზე ჩამოსულნი იყვნენ NDI-ის და IRI-ის დამკვირვებლები, ევროპარლამენტის დეპუტატების დელეგაცია, ევროპის საბჭოს დელეგაცია და ჯამში, ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ ეს იყო მართლაც თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც კონკურენტულ პირობებში ჩატარდა. ალბათ არ გადავაჭარბებდი, რომ გვეთქვა, ეს იყო მართლაც ერთ-ერთი სანიმუშო არჩევნები, რომელიც შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს. მინდა, ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს, ჩვენს ახალგაზრდებს, აქტივისტებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ თვეების განმავლობაში და ვინც წლებია, 9 წლის განმავლობაში, 8 არჩევნები მოიგო და მოვუგეთ მართლაც ყველაზე მოძალადე ძალას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „იმედის კვირაში“.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved