• რეკლამა
  • კონტაქტი
02:46, სამშაბათი, 5 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება – გილოცავთ, იყო მომწიფებული და მშვიდი საარჩევნო დღე – ევროპარლამენტის მისიის შეფასება

ალია ავტორი - ალია
16:16 10-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიამ 2 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.

საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროპარლამენტის მისიის ხელმძღვანელმა, მიშელ გალერიმ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, თავისუფალი და კონკურენტული გარემოს არარსებობაზე, დაშინების ფაქტებსა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე ისაუბრა. 

“გასული წლები თქვენი ქვეყნისთვის გახლდათ რთული არა მხოლოდ პანდემიის, არამედ დიდხნიანი პოლიტიკური დაპირისპირების გამო, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ეფექტიანად მართული და ამ ყველაფერმა სიტუაცია გაამწვავა. თავისუფალი და კონკურენტული გარემოს არარსებობა ხელს უშლის კანდიდატებს, რომ იმოღვაწეონ თანაბარ პირობებში. ეს ასევე უკავშირდება კომპეტენტურ უწყებებს, რომ დაშინების ფაქტები გამოიძიონ ეფექტიანად.

ასევე, ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას. არ უნდა მოხდეს დაუსჯელობის სინდრომის გაგრძელება. ეს არის საკითხები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს. არჩევნების შემდგომ პერიოდშიც ვისურვებდით, რომ მთავრობამ და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაითვალისწინოს ამ საკითხების მოგვარება მშვიდობიან გარემოში. ჩვენ მოველით, რომ პოლიტიკურ კრიზისი დასრულდეს და გატარდეს უფრო მეტად მკვეთრი, საჭირო რეფორმები”, – თქვა გალერიმ. 

ევროპარლამენტის მისიის ხელმძღვანელმა ასევე საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება. 

“ზოგიერთი უბანი არ იყო ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ასევე იყო ფიზიკური დისტანციის დარღვევა ამომრჩევლების სიჭარბის გამო. მაგალითად, მარნეულში შევნიშნეთ დაძაბულობა რამდენიმე უბანზე. ეს განსაკუთრებთ უკავშირდებოდა დამკვირვებლებს და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. პოლიცია ძალიან ახლოს იყო საარჩევნო უბნებთან ყოველგვარი მიზეზის გარეშე”, – თქვა მიშელ გალერიმ.

მანვე აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში ჩატარდა.

“მსურს მივულოცო საქართველოს მოსახლეობას, რომ იყო მომწიფებული და მშვიდი საარჩევნო დღე. ეს მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – აღნიშნა ევროპარლამენტის მისიის ხელმძღვანელმა.

თეგები: მიშელ გალერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები
ახალი ამბები

რა არის კრიპტო Airdrop და როგორ მიიღო უფასო ტოკენები

23:32 05-04-2026
სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?
ახალი ამბები

სახლი, როგორც ოაზისი: როგორ შევქმნათ ამერიკული სიმყუდროვე ჩვენს ინტერიერში?

21:03 05-04-2026
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ
ახალი ამბები

ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგების მომზადება – რა უნდა იცოდეთ

19:00 05-04-2026
iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები
ახალი ამბები

iPhone-ის უახლესი მოდელების მიმოხილვა: მათი დიზაინი და ფუნქციები

16:45 05-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved