• რეკლამა
  • კონტაქტი
09:16, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შვილმა იცოდა და მამამდე, ვერ მიიტანა ამბავი,რომ მოსიარულე ნაღმია ქვეყანაში”

ალია ავტორი - ალია
00:37 03-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ესე იგი:

1. ევექსი/გეფა რამდენიმე დღე უარყოფდა (პირდაპირ რომ ვთქვათ, ინფორმაციას მალავდა), რომ მისი თანამშრომელი დაავადებულია, არა და აღმოჩნდა, რომ დაავადებულია


2. გეფას საოპერაციო დირექტორი იტალიიდან გადავიდა ავსტრიაში, რომ არ დაფიქსირებულიყო საქართველოს საზღვარზე მისი იტალიიდან გადმოსვლა და საზღვრის გადმოკვეთისას სიცხის დამწევი დალია, რომ არ დაფიქსირებულიყო სიცხე და კარანტინში არ მოხვედრილიყო


3. გეფაში ყველამ (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემაც) იცოდა, რომ ეს თანამშრომელი იტალიაში იყო და დაზაფრულები ელოდნენ მის მოსვლას. ისიც მოვიდა და არავინ უთხრა, რომ მინიმუმ არ მოსულიყო და, მეტიც, კარანტინში ყოფილიყო. ამის მერე, ხსენებულმა თანამშრომელმა მოიარა უამრავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და შვილმა მამამდე, უფრო მნიშვნელოვანი კი – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორამდე ვერ მიიტანა (ან მიიტანა და მამამ/დირექტორმა დააიგნორა), რომ მოსიარულე ნაღმია ქვეყანაში


4. ქვეყანაში შიდა ინფიცირების (მოსახლიდან მოსახლეზე გადატანის) პირველი შემთხვევა გეფას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა

ოთხივე პუნქტში ნახსენები გეფას (ევექსის დამფუძნებელი ორგანიზაციის) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკა გამყრელიძეა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილი.

და ქართული პუბლიკა ამტკიცებს, რომ ამ კაცის მამის ქცევა, რომელიც მთელ საქართველოს ასწავლის, რომ ზუსტად ასე არ უნდა მოიქცე არავითარ შემთხვევაში, რომელიმე მაღალი პასუხისმგებლობის ცივილიზებულ ქვეყანაში ჩაითვლებოდა ეთიკურ ქცევად და ოთხში არ ამოიღებდა სერიოზული მედია და მას კინწისკვრით არ გარეკვდნენ თანამდებობიდან? მართალია, არ გარეკავდნენ – ბოდიშს მოიხდიდა და თვითონ გადადგებოდა.

რა შუაშია მამის და შვილის პასუხისმგებლობის ურთიერთმიმართება? სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ვინმე? ოჯახის წევრის ასეთი ქცევის პირობებში შენი ნდობა რომ დრამატულად ეცემა და რომ ნდობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური პანიკის დროს, ეს ხომ ცხადია? და ზუსტად სრულწლოვანი რომაა შენი შვილი, იმიტომაა ეს შენიშვნა რელევანტური, აბა არასრულწლოვანი შვილი ეპიდსაფრთხის შეჩერებაზე ვერ იქნება პასუხისმგებელი.

ვინ პაციენტია, ვინ ვის გამოჯანმრთელებას უსურვებს და ვინ რაზე გაასხა, ბოდიში, ეს ლირიკა არაფერ შუაშია აქ და არც მე მაინტერესებს. ან რომელი პარტია, რა ნაცობა და ქოცობა? როდის იყო ვინმეს აზრი მაღელვებდა ჩემს სტატუსებთან დაკავშირებით, თუნდაც საზოგადოების უმრავლესობის? მე ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ. კონფორმისტები და კომფორტზონის მაძიებლები ნუ გამომეხმაურებით, მკიდია თქვენი გინებაც, კრიტიკაც და შეგონებებიც. აი კორონავირუსის გავრცელება და უღონო ამირან გამყრელიძე ნამდვილად არ მკიდია და არც საყვარელ და პატივსაცემ ჭაღარა ბიძად მივიჩნევ, და არც მის კრიტიკას – ტაბუდადებულად. მე მას თანამდებობისთვის შეუფერებლად, ხოლო მის მუშაობას – არაეფექტიანად მივიჩნევ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved