• რეკლამა
  • კონტაქტი
20:06, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ფოტოები) – რას გვეუბნება გეოლოკაცია სააკაშვილის ვიდეოებზე? – “მითების დეტექტორი”

ალია ავტორი - ალია
18:07 10-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

ფოტო – მითების დეტექტორი

“მითების დეტექტორმა”, მიხეილ სააკაშვილის დღეს გავრცელებული ვიდეოების ანალიზი გააკეთა და წერს:

“აღსანიშნავია, რომ ვიდეოებში წვიმიანი ამინდი ჩანს, ხოლო სააკაშვილი ჩამოწეული პირბადით მოძრაობს და მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე წასვლისაკენ მოუწოდებს. ერთ-ერთი ვიდეო, სავარაუდოდ, ერთი მოწყობილობით მეორის ეკრანის გადაღების შედეგად არის ჩაწერილი, ვინაიდან ჩანს თეთრი კანტი.

"
ზუსტად როდის არის გადაღებული ვიდეო, ამის დადგენა რთულია, თუმცა “მითების დეტექტორმა” გეოლოკაციის ინსტრუმენტით, კონკრეტულად კი Google Maps-ის დახმარებით ვიდეოს გადაღების ადგილების განსაზღვრა სცადა. 

  • ვიდეო N1

ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ იმყოფება იმ ადგილზე, სადაც ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, ის გულისხმობს გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას. სააკაშვილის ფონზე ვიდეოში ჩანს რამდენიმე ობიექტი.

"

ეს ობიექტები ჰგავს გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე საბაგიროს შენობას და ამავე ქუჩაზე მდებარე რესტორან “სანაპიროს”, ხოლო დისტანციაზე მოჩანს შენობა, რომელიც სასტუმრო “ველმონდს” ჰგავს.

"
"
"
"
  • ვიდეო N2

მეორე ვიდეოში ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე იმყოფება. მის უკან რამდენიმე შენობა ჩანს, რომლებიც ჰგავს შერიფ ხიმშიაშვილის და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩებზე მდებარე შენობებს, “მეტროსითი” ბათუმს და სასტუმრო “ეიფორიას”.

"
კადრი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოდან
"
სასტუმრო “ეიფორია”

"
მეტროსითი, სასტუმრო “ეიფორია”

მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს ერთ-ერთ კადრში შენობაზე მწვანე წარწერაც ჩანს, რომელიც სავარაუდოდ, სასტუმრო “Legend Business Hotel” არის.
"
კადრი ვიდეოდან
"
სასტუმრო Legend Business Hotel.

Legend Business Hotel-ის მარცხნივ მდებარე შენობა სასტუმრო “ქართულია”.

"
მარცხნიდან: სასტუმრო “ქართული”, “Legend Business Hotel”, Metrocity

მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს ლოკაციის დადგენა გამოცემა “ბათუმელებმაც” სცადა. მათ გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ლოკაციებიდან გადაღებული ის კადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს.

“ბათუმელების” გამოქვეყნებული ვიდეო:

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა
ახალი ამბები

წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა

13:44 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved