• რეკლამა
  • კონტაქტი
15:18, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როცა ურჩხულს ებრძვი, მთავარია, თვითონ არ იქცე ურჩხულად…” – ადვოკატის წერილი “ფორმულას” საქმეზე

ალია ავტორი - ალია
00:31 10-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ადვოკატი, გურამ კონტუაძე:

“ფორმულას ამბავზე რავი ვისაც გაინტერესებთ წმინდა სამართლებრივი შემიძლია გითხრათ (წმინდა ადვოკატურად და არა როგორც მოქალაქემ)

ა) სახელმწიფოს თავდაპირველი პრობლემა წმინდა სამართლებრივი იქნება ხანდაზმულობა, რადგანაც როდიდან უნდა აითვალოს სამწლიანი ვადა? შემთხვევის გამოვლენიდან თუ უზენაესმა როცა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ( კანონისმიერიდან გამოდის მოთხოვნოს საფუძველი) პრაქტიკა ასეთია: როცა საბოლოო გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში ანუ ამ კვირიდან, მე კატეგორიულად არ ვეთანხმები აღნიშნულს მაგრამ პრაქტიკა ასეთია, პრინციპი არის შემდეგი, რომ ეს მოხდა საბოლოოდ დადასტურდა უზენაესის გადაწყვეტილებით სისხლის სამართლის მიმართულებით და ამიტომაც, მეორე მოსაზრებაც არსებობს რომ თუ ფაქტი იცი რატომ ელოდები სისხლს? მთავარია იცი და წერტილი სისხლი დანაშაულს ადგენს და არა ვის ვინ მიაყენა ზიანი;

ბ) მეორე საკითხი აუცილებლად იქნება რას აირჩევს სახელმწიფო გამარტივებულ თუ საერთო წარმოებას? ანუ საერთო წარმოების დროს გიწევს ფაქტების მტკიცება მაგრამ გამარტივებულით ფაქტებს აღარ იძიებ უბრალოდ ზიანის ოდენობას ადგენ, შესაბამისად ამ დონის თანხაზე სავარაუდოდ (ყოველ შემთხვევაში მე ასე მოვიქცეოდი) საერთოთი უნდა წახვიდე მაგრამ კანონი გაძლევს გამარტივებულით იდაო და შესაბამისად მოპასუხეს მოუკლა საშუალება ფაქტების მტკიცების და ა.შ.;

გ) გამარტივებული წარმოების დროს სასამართლო მთლიანად ეყრდობა ანუ სამოქალაქოს მოსამართლე ეყრდნობა სისხლის განაჩენს, მართალია პრეიუდიცია აღარ გვაქვს ( რაც ნიშნავს ფაქტის მტკიცებისგან განთავისუფლებას რაც უკვე დადგენილია მაგალითად ის რომ ღარიბაშვილი პრემიერია) მაგრამ ის ფაქტებს ვერ იკლევს არ აქვს ამის საშუალება კანონით, ერთის მხრივ კანონი სწრაფ მართლმსაჯულებას პედალირებს მეორეს მხრივ კი ზღუდავს მოპასუხის უფლებებს კანონის მხრივ ეს რაც არ უნდა ცუდი იყოს გამართლებულ საშუალებად არის მიჩნეული;

დ) რაც შეეხება დროებით მმართველობას კომპანიაში ეგ ჯერ კიდევ 2017 წელს იქნა ცნობილი არაკონსტიტუციურად ამასთანავე იქ დავის საგანი არა ზიანი არამედ წილზე ბათილობა იყო, ანუ იქ მოთხოვის ანუ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საშუალებად იქნა გამოყენებული და არა სასარჩელო მოთხოვნის, ამათ შორის დიდი განსხვავებაა, ერთი უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას ემსახურება როცა ვისი რა არის არკვევს სასამართლო და მეორე კი მაგალითად: მე ვინმესგან ვითხოვ 100 ლარს და ვუყადაღებ ავტომობილს რომ დავის დასრულების მერე მასზე მივაქციო აღსრულება, შესაბამისად ასეთი უზრუნველყოფის საშუალებას მე არც კი გავიფიქრებდი რადგანაც არაკონსტიტუციურია და მეორე შეუძლებელია ამას სასამართლო დათანხმდეს რადგანაც არ არსებობს ნორმა;

ე) რაც შეეხება იმას რატომ არ მოითხოვს ამ დროებით მმართველობას სახელმწიფო, არა იმიტომ რომ კარგი ბიჭია არამედ იმიტომ რომ ასეთი ნორმა არსებობს, ანუ მაგალითად: მე გედავებით თანხას მაგრამ თქვენი საკუთრება რომც დავაყაღო ამ შემთხვევაში წილი ის მხოლოდ უზრუნველყოფის საშუალებაა ანუ მასზე მივაქციო აღსრულება მაგრამ მას ვერ გამოვიყენებ რადგანაც ის თქვენი საკუთრება და ასეთად დარჩება;

ვ) რაც შეეხება უზენაესის ანუ სისხლის სამართლის პალატის სამოტივაციო ნაწილის არარასებობას, წლობით თვეობით ველოდებით ხოლმე ადვოკტები მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს რატომ? იკითხეთ სასამართლოში, მახსოვს ერთხელ წელიწად ნახევარი ველოდო, რატომ? ბეევრი საქმეა შესაბამისად არამარტო ამ საქმეში ასეულობით საქმეში ასეთი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ როცა სისხლს ეხება საქმე მანდ უფრო დაჩქარებულად აკეთებენ ანუ ვადებში და ამიტომაც მიკვირს;

ზ) რაც შეეხება შესაძლო სცენარს მაგალითად: დაკმაყოფილდა სახელმწიფოს მოთხოვნა, მაშინ რა ხდება? მარტივად აუქციონზე გამოდის მოპასუხის ნებისმიერი ქონება უძრავი მოძრავი ( დეტალები ბევრია) და იყიდება, ანუ ფორმულას პარტნიორის წილი გამოდის აუქციონზე და იყიდება მიღებული თანხა კი მიემართება უკვე კრედიტორს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს, წილის შეფასება ან რამდენად იყიდა ეს სხვა საკითხია, მაგრამ აღსრულების ეტაპზე მხოლოდ ეს წილი ანუ მოპასუხის წილი დაყადაღდება და არა კომპანია ან დასაქმებულების ხელფასი და ა.შ. არამგონია ეს გააკეთოს სახელმწიფომ, რატომ? იქ ჩვეულებრივი აუქციონია და არავინ იცის რა მოხდება, მაგალითად 5 მილიონის 75% გამოვა, მე რომ მოპასუხე ვიყო ვიპოვე მესამე პირს ის ჩაუჯდება ბიჯებს აწევს და მისგან ვიყიდი 5 მილიონიანი შეიძლება გავყიდო 10 ათად და 5 ისევ მოპასუხესთან წავა და რა ვქენი? ახალი თანხა მივეცი;

თ) რაც შეეხება იმას რა უნდა ქნას მოპასუხემ: პირველ რიგში თუ საერთო წარმოება არაა მოითხოვს საერთო, შემდგომ აავსოს შუამდგომლობებით სასამართლო ასევე მოითხოვოს არა ერთი არამედ სამი მოსამართლის განხილვა და რაც მთავარია, აპელორება ხანდაზმულობაზე და მტკიცებულებები ზიანის ოდენობაზე, მოგწონს თუ არ მოგწონს სამართლებრივი ბრძოლა ამაზე გადის;

თ) ასეთ საქმეებს სჭირდება: შეუპოვარი ადვოკატი, არ ისაუბროს ბევრმა გადაუმოწმებელი ინფორმაცია და რაც ყველაზე მთავარია მტკიცებულებები, მტკიცებულებები და კიდევ ერთხელ მტკიცებულებები;

ი) რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას და ა.შ. ამას ცალკე მსჯელობა სჭირდება და მე როგორც ადვოკატს (და არა როგორც გურამას) მჭირდება ძალიან ბევრი მტკიცებულება, მათ შორის საფრანგეთის გადაწყვეტილება ექსდრაციაზე უარი და ა.შ. პოლიტიკური დევნა ძალიან ძალიან საფრთხილო საკითხია ჩემთვის, ნიშნებია რწმენა ან იდეა, დევნა და ბოლოს განხორციელების საშუალება ასე რომ ტერმინი მძიმე წონიანია;

კ) რაც შეეხება მედიას, მედია აი როგორ ვთქვა იმდენად დიდი სამართლებრივი სიკეთეა, რომ სჯობს იყოს 100 ცუდი მედია ვიდრე ერთი დარეგულირებული, გვინდა თუ არა მედია შედის მძიმეწონიან სამართლებრივ სიკეთეში შესაბამისად ტვ იმედი ისეთივე აუცილებელია როგორც ფორმულა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება;

და ბოლოს ამას იმიტომ არ ვწერ რომ მედია დავაკნინო პირიქით, მედია აუცილებელია მაგრამ კიდევ უფრო მსურს მინდა მაწყობს, რომ: ბოლოს და ბოლოს ჩვენ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო რაც ნიშნავს, იმას რომ: როცა ურჩხულს ებრძვი მთავარია თვითონ არ იქცე ურჩხულად…

პ.ს. სიმართლე არის ის რაც გვაქცევს პროფესიონალებად, თორემ დედამიწა რომ მრგვალია ან სამართალი ემორჩილება პოლიტიკას ეს ისედაც ვიცით…”

თეგები: გურამ კონტუაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved