• რეკლამა
  • კონტაქტი
12:43, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – ვინ შეაგროვა და გამოიტანა ფაილები სუს-იდან? – “მას ჰქონდა შეხება “ოცნების” ლიდერებთან და დამოუკიდებლად ფაილების გამოტანას ვერ გაბედავდა”

ალია ავტორი - ალია
22:16 09-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სოსო გოგაშვილი, “ტვ პირველთან” სუს-იდან გამოტანილ ფაილებზე საუბრობს და ამბობს:

“ჯერ გამოძიება არ დაწყებულა, როცა პოლიტიკოსები აკეთებენ მინიშნებებს გადატანითი მნიშვნელობით.

ჩვენ სამსახურში, იმ სამსახურში სადაც ვმუშაობდი, ელექტრონული მიმოცვლა არ გვქონია საერთოდ. ფურცელით, მატერიალური მასალით შემოდიოდა უფროსებთან. სამუშაო კომპიუტერები არ არის დაკავშირებული გარე ქსელთან, არის დაცული, ყველა მუშაობს თავის კომპიუტერთან, შემდეგ დამუშავებული ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებებით… ჩემი საკურატურო იყო თავიდან ანტიკორუფციული, სახელმწიფო უსაფრთხოების, კონტრდაზვერვის და კონტრტერორისტული დეპარტამენტი. ახლა გამოჟონა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაცია, მაგრამ ეს გამოვიდა რამდენიმე სამსახურიდან, ეს არ იქნებოდა ერთი კაცის გაკეთებული, რადგან მას სხვა კომპიუტერებთან წვდომა არ ჰქონდა. ელექტრონულ ფაილებთან წვდომა ჰქონდა მხოლოდ აიტი სამსახურს, რომელიც შიდა უსართხოებაზე იყო პასუხისმგებელი. მე არ მინდა ხოჯევანიშვილის ავდოკატი გამოვიდე, მაგრამ არც მე და არც მას არ გვქონდა წვდომა ამ ფაილებთან და ქაღალდების, მატერიალური სახით ვეცნობოდით ინფორმაციებს.

მინდა კარგად გაიგოს მაყურებელმა, ფაილების დამუშავება ხდება იმ ადამიანისგან, ვინც მოიპოვა ინფორმაცია, მიყურადებით, თუ ასე შემდეგ. გროვდება ეს ანალიტიკურში და ანალიტიკურიდან ამობეჭდილი ინფორმაცია შემოდის ხელმძრვანელობასთან, შემდეგ მიდის ინფორმაციის განხილვა. მხოლოდ ერთი სამსახურიდან რომ ყოფილიყო ინფორმაცია გამოტანილი, ვიტყოდი, რომელი სამსახურიდან გამოჟონა. რომ ყოფილიყო გამოჟონოლი ანალიტიკურიდან, სადაც გროვდება ეს ინფორმაცია და მერე მიდის ჩასწორება ტექსტის, კორქტირება, მე გამოვრიცხავ ანალიტიკურ სამსახურსაც, რადგან იქ ხდებოდა ცვლილება ხელმძღვანელობის, ერთი ადამიანი არ იჯდა, აქ ხომ რამდენიმე წლის ინფორმაციაა. ვინც ერკვევა ამ საქმის სპეციფიკაში, ყველა მიხვდებოდა საიდან იყო გამოჟონილი. მე თვითონაც კი არ მქონდა წვდომა ელექტრონულ ფაილებზე, როგორც უკვე გითხარით. ამაზე პასუხისმგებელი იყო აიტი სამსახური, რომელიც ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურში შედიოდა. გამოვრიცხე ანალიტიკური სამმართველო, რადგან არც იქ უმუშავია ერთი და იგივე ადამიანს და ცვლილებები განხორციელდა. ერთადერთი, სადაც ცვლილება არ განხორციელდა, ეს იყო აიტი სამსახური. მე გვარს არ დავასახელებ, მაგრამ იმ ადამიანს რომელსაც ყველა კომპიუტერთან ჰქონდა წვდომა, იყო აიტი სამსახურში და იჯდა ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში, მაღალ თანამდებობაზე, მას შეეძლო გადმოექაჩა ეს ინფორმაცია, არამარტო ფაილები, მთელი ვინჩესტერი გადმოეტანა და პირდაპირ ეკრანზე შეეხედა, ეს დაშვება მას ჰქონდა, შიდა უსაფრთხოებისთვის იყო, რომელიმე თანამშრომელი არამიზნობრივად ხომ არ იყენებდა ბაზებს მაგალითად.

მე ვეცადე დამედგინა ფაილების მიხედვით, რომელი ფაილები იყო ბოლო, როდის შეწყდა?… მე რა ინფორმაციაც მივიღე, მარტიდან აღარ არის ფაილები, მერე წყდება. ის იყო ადამიანი, რომელსაც წვდომა ჰქონდა ამ ფაილებზე და ზუსტად მაგ თარიღების შემდეგ აღარ მუშაობს. ამ ადამიანს ჰქონდა ოცნების ლიდერებთან შეხება, მეეჭვება მას დამოუკიდებლად გაებედა ამის გამოიტანა. ოცნება რომ იბრძვის ახლა “გასაპრავებლად” და ხან იძახიან ტყუილ-მართალია, ხან იძახიან ფალსიფიცირებულია, იმათმა საერთოდ არ იციან, წარმოდგენაც არ ექნებოდათ, არც არავინ ეტყობა მაგათ რომ ეს დაიგეგმა. დაიგეგმა ხელისუფლების რაღაც შტოში, ეს არის დაბალი დონე, ჩემი ეჭვია, რომ ეს დარტყმა განხორციელდა ეკლესიაზე და “ქართულ ოცნებაზე”. ვინ დაავალა და რომელ ოთახში დაიგეგმა, ეს არ ვიცი.

მაქვს ინფორმაცია, რომ გამოძიება სხვა მიმართულებით მუშაობს. ეჭვი მეპარება გამოძიება სწორ გზაზე გავიდეს.

თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved