• რეკლამა
  • კონტაქტი
20:19, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ

ალია ავტორი - ალია
16:00 09-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, ხელისუფლებამ 6 არჩევნები ჩაატარა, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ შეფასდა როგორც თავისუფალი და დემოკრატიული. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს პარტნიორების ინტერესს, მხარდაჭერას და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის პროცესში ჩართულობას.

მთავრობის მეთაურმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებს გლობალური პანდემიის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემის შემდგომი გაუმჯობესების პროცესში შეტანილი მათი წვლილი დასაფასებელია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გასული წლის მსგავსად, ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით ჩOVID-უსაფრთხო არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის უმნიშვნელოვანესია და ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობები, რათა კითხვის ნიშნები და პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი არ დარჩეს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოსადმი და განაცხადა, რომ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და უფრო პლურალისტური და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს უზრუნველსაყოფად.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხრიდან ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ როუზელი, უფროსი მრჩეველი მშვიდობის, კონფლიქტის და უსაფრთხოების საკითხებში ლორენ ვან მეტრი, ევრაზიის რეგიონის საარჩევნო პროგრამების დირექტორი პეტ მერლო, საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი; ხოლო, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხრიდან – ვიცე-პრეზიდენტი სკოტ მასტიკი, ევრაზიის პროგრამების დირექტორი სტივენ ნიქსი და საქართველოს ოფისის დირექტორი ჯონ დიპირო. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved