• რეკლამა
  • კონტაქტი
01:39, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბოლო „ბინძური“ კვირა არჩევნებამდე და ხელოვნური პანიკა – “მე რომ გამეკეთებია მსგავსი ტესტი, ასე მოვიქცეოდი”

ალია ავტორი - ალია
20:48 09-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

გიორგი ჯავახაძე, ალია

არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა – ამიტომ, ვისაც სადმე ბინძური საცვალი დარჩა, ვინც ვინმეს ბინძური საცვალი გადაინახა – ყველას ახლა გამოფენენ, სამწუხაროდ, უკვე სტანდარტად დამკვიდრდა, რომ წლობით ინახავენ ყველა სიბინძურეს და სწორედ მაშინ იყენებენ, როცა მათთვისაა მომგებიანი.

გამოდის და გამოდის სუს-იდან ფაილები და ერთი ხეირიანი განცხადებაც არ გაუკეთებია სუს-ს. ფაილების ერთი დასტის გამოტანა უკვე გარდაცვლილ ყოფილ თანამშრომელს გადააბრალეს და სოციალურ ქსელში თუ გაიხედ-გამოიხედავენ სუს-ელები, ნახავენ, რომ მათი ყოფილი თანამშრომლის თვითმკვლელობის არავის სჯერა, ზოგი თვლის, რომ მოკლეს, როცა გაიგეს, რომ ფაილები გამოიტანა, ზოგი კი თვლის, რომ წაასწრო გატანის ფაქტს და მაგიტომ მოკლეს – ასეა, თუ ისე, ამ მთავრობის პირობებში, ამ საქმის გამოძიება ვერ მოხდება, არც ამ საქმეზე ჭორაობა შეწყდება, სანამ სიმართლე არ დადგინდება.

საზოგადოება პირგველი დარტყმის შემდეგ, თითქოს წამით მოდუნდა, მაგრამ ახლა სხვადასხვა ტელევიზია გვეუბნება, რომ მათთან სუს-ის მოქმედ თანამშრომლებსაც მიაქვს ახალი ფაილები, ზოგ არხზე კი სუს-ის მოქმედი თანამშრომლის ინტერვიუ გადის სკანდალური დეტალებით, როგორ უსმენენ ექიმებს, რათა მათი პაციენტების ისტორიები გაიგონ, როგორ უსმენენ ადვოკატების საუბრებს კლიენტებთან და ა.შ.

ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ თითქოს ესეც მოგვწყინდა და მეტი ექშენი და სიმძაფრე გვინდა, განსაკუთრებით ამ ბოლო კვირაში მაგრამ, ჩანაწერების გამოტანამ თავისი საქმე მაინც გააკეთა, საერთო პანიკა უკვე დაითესა, ადამიანებმა გაიგეს, რომ ვიღაც მაშინაც უსმენს, როცა ნამცხვრის რეცეპტს კარნახობს მეგობარს, ვიღაც ზის და მის ლაიქებს ითვლის, ვიღაც მის კომენტარებს აკოპირებს – მოკლედ, ადამიანებმა იციან, რომ მარტო არ არიან მაშინაც კი, როცა მარტონი არიან და ეს თავისთავად იწვევს დაძაბულობას და პანიკას, მით უფრო, პანდემიის პირობებში, როცა პირდაპირი კონტაქტი შეზღუდა ხალხმა.

„ჯგუფში მოსმენებზე რომ ვდებ ინფორმაციას, ის მასალა „მკვდარია“, ნაკლები აქვს ლაიქიც და გაზიარებაც, როგორც ჩანს, ადამიანებს, მოქალაქეებს ეშინიათ მოსმენების შესახებ ინფორმაციის გაზიარების, ან მასზე რეაქციის გამოტახვის, ერიდებიან სუს-ზე ხუმრობებსაც. არ ვგულისხმობ პოლიტიკოსებს, ვსაუბრობ საჯარო მოხელეებზე, ექიმებზე, მასწავლებლებზე“ – უყვება „ალიას“ სოციალურ ქსელში რამდენიმე დიდი სოციალური ჯგუფის ადმინისტრატორი.

შიში იმიტომ ითესება, რომ პანიკა გამოიწვიო და პანიკას იწვევ იმიტომ, რომ ადვილად მართო – არაფერია ამაში ახალი, ახლა ვინ როგორ გამოიყენებს უკვე ფესვებგამდგარ პანიკას – ესაა საქმე. ერთი რამ ცხადია, ამ შიშში ცხოვრებას ადამიანები აღარ მოინდომებენ, ეს შიში ამოხეთქავს.

„დღეს შაბათია, არჩევნებამდე დარჩა ზუსტად ერთი კვირა, სწორედ მომდევნო შაბათს, 2 ოქტომბერსაა არჩევნები. დღეს, შაბათს, ერთდროულად ორ სატელეფონო ოპერატორს შეეზღუდა კავშირი, როგორც სოციალურ ქსელში წერენ და როგორც მე ვნახე. ოპერატორმა ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ მობილურ ქსელში ტექნიკური შეფერხებაა და სპეციალისტები მუშაობენ, თუმცა, რამ გამოიწვია ტექნიკური შეფერხება არ უთქვამთ. შეფერხება შეიძლება გამოწვეული იყოს ხელოვნურადაც. მაგალითად, შესაძლებელია ვირუსით გამოწვიო მარტივად. რა ხდება, როცა კომუნიკაცია დაბლოკილია – პანიკა და პანიკის მასშტაბებზე დაკვირვება. ვის არ ჰქონდა კომუნიკაციის საშუალება? იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ქუჩაში, ვისაც არ ჰქონდა წვდომა ვაიფაიზე, ვინც მხოლოდ მობილური ინტერნეტით და ტელეფონის ნომრით სარგებლობდა. ამ შემთხვევაში, უპირატესობა იყო იმ ადამიანების ხელში, ვინც იყვნენ სახლებში, უფრო მასშტაბურად კი, უპირატესობა იქნება იმათ ხელში, ვისაც აქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი რამ იგეგმება და აღჭურვილია რაციით, შტაბებთან მათ უპრობლემოდ ექნებათ კავშირი.  რისი გაკეთება, რისი გაფუჭება შეგიძლია სანამ კომუნიკაცია შეზღუდული და დაბლოკილია? უამრავი რამის, მონაცემთა ბაზის გადმოწერიდან დაწყებული, ნებისმიერი მანიპულაციით დასრულებული, შეგიძლია მხოლოდ შენ გქონდეს კავშირი შენ შტაბთან, ცესკოსთან და ა.შ.  გააჩნია ვინ არის დამკვეთი და რას ითხოვს, მე მაინც მაქვს ეჭვი, რომ ეს იყო ტესტი და მე რომ გამეკეთებია მსგავსი ტესტი, აუცილებლად ორ ტესტს გავაკეთებდი, ერთს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ზუსტად იგივე დღეს, რა დღესაც არჩევნებია, ანუ, შაბათს, დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია შაბათს, 25 სექტემბერს) და მეორეს შუა კვირაში, მაგალითად – სამშაბათს. ასე მეტი ინფორმაცია მექნებოდა კომუნიკაციის დაბლოკვის და პანიკის მასშტაბებზეც. როგორ შეიძლება ამის მოწონება, მაგრამ ტექნიკური თალსაზრისით პროფესიონალურადაა მოფიქრებული, ახლა მთავარი კითხვაა, ვინ როგორ გამოიყენებს ამ ინფორმაციას და ამ გზას და გამოიყენებს, თუ არა? აქვე უნდა ვთქვათ ისიც, როგორ შეიძლება მსგავსი პრობლემის გადაჭრა – როუმინგში ჩართული უცხო ქვეყნის ოპერატორის ნომრით, მაგალითად.“ – უყვება „ალიას“ ამ საქმეებში ჩახედული პირი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved