4 ოქტომბრიდან ბავშვთა გასართობი ცენტრები მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. სწავლა განახლდება ბაღებშიც. მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგულაციის შემსუბუქება ეხება როგორც სახელმწიფო სკოლებსა და ბაღებს, ასევე კერძოს.
თუმცა, მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ისევ ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, ონლაინ განაგრძონ მეცადინეობა.
კომენტარები