• რეკლამა
  • კონტაქტი
20:28, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში და ამ მიმართულებით, არავითარ პრობლემას და დაბრკოლებას არ ველოდებით

ალია ავტორი - ალია
17:12 09-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ამ კონტრაქტში იყო ბევრი რამ მიუღებელი და ამის თაობაზე მე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნამახვანჰესს ეხებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აბსოლუტურად ყველა პირობა იყო შექმნილი იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაგრძელებულიყო სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო.

„გიდასტურებთ, რომ ეს კონტრაქტი მე მემკვიდრეობით დამხვდა, ისე, როგორც ძალიან ბევრი რამ დამხვდა მემკვიდრეობით. ბუნებრივია, ამ კონტრაქტში იყო ბევრი რამ მიუღებელი და ამის თაობაზე მე ღიად მქონდა საუბარი ინვესტორთან. ეს არის ჩვენი აბსოლუტურად სუვერენული უფლება, რომ ინვესტორს ვესაუბროთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებდა და მეც მაწუხებდა, მათ შორის, როგორც ჩვენი ქვეყნის რიგით მოქალაქეს. ეს სავსებით ნორმალურია.

რაც შეეხება ზოგადად პროცესს. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან. ჩვენ მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში გაეგრძელებინათ სამუშაოები, მიუხედავად იმ პროტესტისა, რომელიც ადგილზე იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, დიალოგი და ამას უახლოეს ერთ თვეში გავარკვევთ, შემდგომ ბედს.

რაც შეეხება კითხვას, მქონდა თუ არა კომუნიკაცია ამის თაობაზე პრეზიდენტს ერდოღანთან, ჩვენ არ გვქონია ამის თაობაზე კომუნიკაცია. ეს არის წმინდად ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მაგრამ მეორეს მხრივ, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, ბუნებრივია.

მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში და ჩვენ, ამ მიმართულებით, არავითარ პრობლემას და დაბრკოლებას არ ველოდებით“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved