• რეკლამა
  • კონტაქტი
13:10, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარობას აპირებს – სად მიდის სკანდალური ექსმინისტრი?

ალია ავტორი - ალია
15:16 03-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

“2020NEWS“ -ის ექსკლუზიური ინფორმაციით, სკანდალური ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარობისთვის ემზადება. ციხიდან ახლახანს გამოსული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, სიტყვიერი „დაპირებიდან“ აქტიურ პოლიტიკურ მოქმედებაზე გადავა.

ციხიდან ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარობამდე

როგორც “2020NEWS“-თან “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე მერაბიშვილი ციხეში არ შეაბრუნეს, ის, სავარაუდოდ, ახალციხისა და ადიგენის სამაჟორიტარო ოლქში იყრის კენჭს.

მერაბიშვილის პოლიტიკური გეგმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ექმინისტრის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი. როგორც ადვოკატმა “2020NEWS“-თან განაცხადა, მას წარმოდგენა არ აქვს, რას აპირებს ვანო მერაბიშვილი.

“წარმოდგენა არ მაქვს, რას აპირებს მერაბიშვილი. ის არ ვიცი, რომელ პარტიაში ერთიანდება და აპირებს თუ არა მაჟორიტარობას, ეს როგორ უნდა ვიცოდე?!“, – გვითხრა ადვოკატმა.

არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, დაუჭერს თუ არა მას მხარს გაერთიანებული ოპოზიცია?!

როგორც “2020NEWS”-თან გელბახიანმა განაცხადა, მერაბიშვილი ახალციხისა და ადიგენში უკონკურენტო კანდიდატი იქნება. მისივე განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, მას სავარაუდოდ, გაერთიანებული ოპოზიცია მხარს დაუჭერს.

“იმ შემთხვევაში, თუ მერაბიშვილი შეცდომებს დაუშვებს, მაშინ ის პოლიტიკურ პროცესებს მთლიანად ჩამოშორდება. თუ მერაბიშვილი შეცდომების დაშვებისგან თავს შეიკავებს, კარგად მოემზადება და ახალციხისა და ადიგენის რეგიონში მაჟორიტაროებსითვის იბრძოლებს, მას გამარჯვების პერსპექტივა ექნება. შეიძლება, მას გაერთიანებულმა ოპოზიციამ მხარიც დაუჭიროს, რადგან ის თავის რეგიონს, ალბათ, მოიგებს. ვნახოთ საბოლოოდ მერაბიშვილი, როგორ ჩამოყალიბდება“, – გვითხრა გელბახიანმა.

მერაბიშვილი და სააკაშვილი

ციხიდან გამოსულმა მერაბიშვილმა საქართველო რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ოფიციალური ინფორმაციით, მერაბიშვილი ამ ქვეყანაში სეიმის მიწვევითა და მკურნალობის მიზნით ჩავიდა. სააგენტოს ინფორმაციით, ის ახლაც პოლონეთში იმყოფება და უკვე შეხვდა საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მერაბიშვილმა სააკაშვილთან პოლიტიკური კონსულტაციებიც უკვე გაიარა.

საბოლოოდ, ექსპრეზიდენტთან გამართული კონსპირაციული შეხვედრის შემდეგ, რომელ პარტიაში გაწევრიანება გადაწყვიტა მერაბიშვილმა – “ევროპულ საქართველოში“ თუ “ნაციონალურ მოძრაობაში“ – ეს ინფორმაცია ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ექსმინისტრი საქართველოში დაბრუნდება.

შესაძლოა, პარტიაში ოფიციალურად არც გაწევრიანდეს, მაგრამ როგორც დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა მაჟორიტარად იყაროს კენჭი, რათა ორივე პარტიას ის პოლიტიკური მინუსები ააცილოს თავიდან, რაც მის სკანდალური მინისტრობასა და სხვა პოლიტიკურ ბეგრაუნდს უკავშირდება.

„ვანო მერაბიშვილი, რომ გამოუშვეს მქონდა საშუალება მისი ნახვის და ყველაზე მეტად იცით რამ გამაოგნა? საერთოდ არ არის გაბრაზებული. ივანიშვილი, რომ ივანიშვილია, იმაზეც არ არის გაბრაზებული. ადამიანი იყო 7 წელი სამარტოო საკანში. ეს არის ტანჯვა-წამება ყველა საერთაშორისო ნორმით. ძაან ბევრი ადამიანი გადავიდოდა ჭკუიდან”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ონლაინჩართვისას, რომელიც ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა.

შეაბრუნებენ თუ არა სკანდალურ ექსმინისტრს საპატიმროში და რეალურად, ჩაეყრება თუ არა მას წყალში პოლიტიკური გეგემების განხორციელება, ჯერჯერობით, უცნობია. ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია “იმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ამ საქმეებზე მერაბიშვილს პროკურტურა უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

მოკლედ, ჩამოვა “ის ვანო“ და ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved