• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ვარ ის ქალი, ვინც ზურა ჟვანიას პლანი მოაწევინა და არასოდეს, არასოდეს ვინანებ” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:19 09-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
296

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

“გაასინჯაზე ისტორია მაქვს …

სტრასბურგში გადასვლის შემდეგ ძალიან დავმეგობრდით მე და ზურა ჟვანია – 2001-2002 წლები იყო.

ჩემი სახლის გვერდით, Régent Petite France-ში ჩერდებოდა, გვიან გადმოდიოდა და მთელი ღამე ჩაის სვამდა, მეჭორავებოდა.

ერთხელ აიხირა, პიკნიკზე მივდივარ და შენც წამოდიო, მაგრად მეზარებოდა, მაგრამ წავედი – არ გავუტეხე.

პიკნიკზე რა მეკეთებინა? – ჟვანიას ოპერატორთან და ჩემს მეგობარ ზურიკოსთან ერთად ტყეში გავძვერი, პლანი მოვწიე.

ჩამოვედით.

საღამოს ისევ ამოვიდა და ტყეში რას აკეთებდი ზურიკოსთან და კაკულიასთან ერთად რომ დაძვრებოდიო.

მეთქი, this sounds really weird და სჯობს სიმართლე ვუთხრა – მარიხუანას ვეწეოდით და ხო არ გინდოდა მეთქი.

გავსინჯავო…

იმ დღეს მოვერიდე, თან სახლში მარტო არ ვიყავი … მეგობრები ჩერდებოდნენ და ვიფიქრე, ამ პოლიტიკოს კაცს რამე პრობლემა არ შეექმნას და ხვალ ვქნათ, ახლა არ მაქვს მეთქი – კაიო.

წავედით ჩვენს საერთო მეგობართან, მივეცი ჯოინთი, ეწევა…

სამი ნაფაზის მერე გამორთმევა ვცადე.

არაო, არაფერს მიშვებაო… მეთქი ბატონო ზურა, გიზამთ, მომეცით.

მოკლედ, ერთი 6 ნაფაზის შემდეგ წავართვი.

სანამ დავდე, მოვტრიალდი და… ზურა გათეთრდა.

ცუდად ვარ და სასწრაფოს გამოუძახე ახლაო.

მეთქი ვაი ჩემს თავს … ახლა უხსენი, რა ვუქენი ამ კაცს, ვინ არის ეს კაცი – თან 2001 წელია, თუ 2002.

არ გამოვიძახებ, არ ხარ ცუდად მეთქი… უბრალოდ უცხო კონდიციისგან პანიკაში ხარ და ცოტა ხანში კარგად გახდები მეთქი.

მოკლედ ცოტა ხანს ვეჯაჯგურე, მერე წყალი შეისხა და სახლში წამიყვანე ახლაო.

წავიყვანე.

გზაში კარგად გახდა და კარგ ხასიათზე დადგა.

სასტუმროსთან რომ მივედით, უკვე ხოდზე იყო.

ავედით მაგის ნომერში მე, ზურა და ჩვენი მეგობარი.

მე მაგდენი ჩემს სიცოცხლეში არ მიცინია.

დილის ექვსამდე ვხარხარებდი. შევარდნაძე, ნანული, ვიტალი ხაზარაძე… ყველაზე და ყველაფერზე მაცინა

მოკლედ, მე ვარ ის ქალი, ვინც ზურა ჟვანიას პლანი მოაწევინა და არასოდეს, არასოდეს ვინანებ – ისეთი მაგარი ამბავი დამრჩა თავში სუვენირად.

მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved