ბრიტანელი სტილისტები კოვიდგადატანილ პაციენტებში თმის საღებავთან დაკავშირებულ ალერგიულ რეაქციებზე ალაპარაკდნენ, – ამის შესახებ BBC წერს.
სპეციალისტების თქმით, რამდენიმე კლიენტს დამწვრობისა და გამონაყარის მსგავსი რეაქციები განუვითარდა.
ალერგიული ფონი შეინიშნებოდა იმ ადამიანის შემთხვევაშიც, რომელიც 10 წლის განმავლობაში იყენებდა კონკრეტულ საღებავს და, კორონავირუსამდე, გვერდითი მოვლენა არასდროს ჰქონია.
მეცნიერები სწავლობენ, რა კავშირში შეიძლება იყოს კორონავირუსი და აღნიშნული შემთხვევები ერთმანეთთან.
წყარო – იმედინიუსი
კომენტარები