• რეკლამა
  • კონტაქტი
19:32, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

5 “ეჭვმიტანილი” – ვინ არის ქალი, რომელმაც გახარიას “კოკაინი” გაასინჯა? – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
17:24 09-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
131

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქალი, რომელმაც, მისი თქმით, გიორგი გახარიას „კოკაინი“ გაასინჯა, გახარიას პარტიიდან საკრებულოს სიაშია.

კითხვაზე, მისი ინფორმაციის მიხედვით, როდის დაიწყო გახარიამ „კოკაინის“ მოხმარება, კობახიძე პასუხობს: „მას შემდეგ, რაც წავიდა პარტიიდან და ხელიდან“.

„საკრებულოს სიაშია, თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ეს ქალბატონი არასდროს ყოფილა „ქართული ოცნების“ წევრი, თუმცა ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან“,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „გიორგი გახარიას თქმით, მმართველ გუნდს „კოკაინთან“ დაკავშირებით საუბრის გამბედაობა არ ეყოფოდა, ეს რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა არ იყოს“.

„ჩვენ ამის გამბედაობა არ გვეყოფოდა, ეს კაცი „კოკაინს“ რომ არ მოიხმარდეს“,- განაცხადა კობახიძემ.

წყარო – ინტერპრესნიუსი

იმედია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ყურადღებას მიაქცევს კობახიძის განცხადებას, რომელმაც ეჭვი მიატანინა საზოგადოებს მინიმუმ რამდენიმე ადამიანზე, კონკრეტული სამხილების გარეშე.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას პარტიის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა პროპორციული სია, რომელიც გახარიამ პირველ სექტემბერს წარადგინა, ასე გამოიყურება.

ლევან დოლიძე

ზაზა თავაძე

სალომე კობალაძე

გიორგი შარაშიძე

დავით ფარცვანია

თამარ ხვედელიანი

ეკატერინე ვეფხვაძე

მალხაზ მჭედლიშვილი

საბა ჯიქიძე

გიორგი სოსელია

თიკო თვალაძე

გიორგი კიკნაველიძე

ზაურ რეხვიაშვილი

ქეთევან ბაკარაძე

ვატო ფაჩულია

გახარიამ იგივე დღეს წარადგინა „საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატებიც:

  • სამგორში – კახა ქემოკლიძე
  • ისანში – დავით გოგიძე
  • კრწანისში – ზურაბ რეხვიაშვილი
  • მთაწმინდის რაიონში – ვახტანგ ვატო გვაზავა
  • ვაკე – მერაბ მაჭავარიანი
  • ჩუღურეთი – რუსუდან თევზაძე
  • დიდუბე – გიორგი ქაჯაია
  • საბურთალოს რაიონში – მიხეილ ნაბიჯაშვილი
  • ნაძალადევში – გალაქტიონ ღუდუშაური
  • გლდანი – ნათია მეზვრიშვილი
თეგები: გიორგი გახარიაირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved