• რეკლამა
  • კონტაქტი
09:55, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რად უნდა დიდი სიბრძნე იმას, რომ ვირი წიხლით იცნობა?! – დავით ზარდიაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:48 09-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ნიკა მელიას მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართული მერობის კანდიდატების დებატების დატოვებას, დებატების იდეისა და დემოკრატიისათვის „წიხლის კვრად“ აფასებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

„დემოკრატიის მეხოტბეების, ასევე თუნდაც კრიტიკოსების მიერაც, არაერთგზის თქმულა კიდეც: დემოკრატია – ეს დებატებია!
წუხელ მელია მივიდა, წიხლი ჩააზილა და „ჰაშა“ ჰკრა – არა იმდენად კონკრეტულ რომელიმე ოპონენტს, ხოლო მათი სახით  მათ უკან მდგარ ამომრჩეველთა არმიასაც, არამედ, ბევრად უარესიც: წიხლი ჰკრა – დებატების იდეას საერთოდ. ანუ იმას, რაც დემოკრატიაში ყველაზე ღირებულია!“- წერს ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მელიას მხარდამჭერები ამ საქციელსაც გაამართლებენ და მეტიც, გმირობად შეაფასებენ.
„ეს გასაგებია, რომ იგი მელიაა, ე.ი. ვირია და მისგან, განა სხვას, თუ არა წიხლს, რას უნდა მოელოდე?! მაგრამ აი ისინი, ეს ჩვენი ლიბერალურ-დემოკრატიულად „სვეტსკი“, ე.წ. საზოგადოება, რომელიც თურმე „სისხლიანი ბანერების“ ზიზღის ენამ აღაშფოთა, ხომ ვიცით, კიკუსავით რასაც გააკეთებს: ვირობაზე იტყვის, ეგა – გამოხატვის თავისუფლებაა, მეტიც, მელია სწორედ ცეზარივით მოიქცა – „მივიდა, ნახა, გაიმარჯვაო“, ზოგი კი მაკედონელსაც გაუტოლებს – „გორდიას კვანძი გადაჭრაო“. მივლენ ეგენი არჩევნებზე და მელიას, ანუ ვირობასა და ქვეყნისთვის „ჰაშას“ კვრას, ერთხმად მისცემენ ხმას!“- წერს ანალიტიკოსი.

დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ამაზე მეტი  კომპრომატი „ნაციონალური მოძრობის“ რაობის გასაგებად  საზოგადოებას არ უნდა სჭირდებოდეს.
“ცხადია, ამაზე მეტი კომპრომატი ამ ჩვენი ე.წ. ლიბერალ-დემოკრატიულად „სვეტსკი“, სინამდვილეში კი გლახაკი  ე.წ. საზოგადოების  კიდევ ერთხელ გასაშუქებლად, ნეტავ სხვა, დამატებით რაღაა კიდევ საჭირო – მაინცადამაინც მეგის ქარდავამ ახლა თავისი პროკურორი აქეთ უნდა „გაასმართლოს“ და ჩამოხრჩობა მიუსაჯოს, რომ ეს, ნაცების გულშემატკივარი გლახაკების კიკუობა დავინახოთ?!

ვისაც ყურნი აქვს სასმენლად ისმინოს: სახარების სიბრძნით, მპარავი და ავაზაკი იმითი იცნობა, რომ სახლში კარით არ შედის, არამედ უწესო გზით, ოდენ ავაზაკურად. ნაცი სწორედ ამითი იცნობა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას  ავაზაკურადა ცდილობს!
ესეც იქით იყოს, რადგან რად უნდა დიდი სიბრძნე იმას, რომ ვირი  წიხლით იცნობა?!” – წერს დავით ზარდიაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved