• რეკლამა
  • კონტაქტი
11:24, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამარჯობა, სოფო! მე შემიძლია, მოგიყვე შენი ქმრის “საქმენი საგმირონი” – დინა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
02:18 09-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
259

მწერალი, ჟურნალისტი, დინა მირცხულავა, მეგის ქარდავას ცოლის, სოფო ფიფიას წერილს ეხმაურება და წერს:

“გაუტეხელი”ქმრის წელში გამართული ცოლის სტატუსი ვნახე…

უტიფრობის უმაღლესი დონე.

(რატომ მიკვირს , ნეტა ?!)

თავიდან რაღაცნაირად შევიკავე თავი – ქმარია, შვილის მამა და შევეცდები გავუგო – მეთქი.

მაგრამ მერე გაგება გადავიფიქრე.

და რატომ…

აი, ხომ გაუგია, წაუკითხავს მაინც სადმე , რა (შეგნებულად – “რა”) ჰყავს ქმრად, ყველაფერი თუ არა, ერთი ადამიანის უბედურება ხომ მაინც აქვს მოსმენილი ?!

აქვს.

მეტ -ნაკლებად იცის კიდეც.

ქველმოქმედება ხომ არ იყო მარჯვენას არ სცოდნოდა, მარცხენა რას აკეთებდა ?!

და მაინც “გაუტეხელი” ქმრის

წელგამართული

და ბედნიერი ცოლია.

უყვარს ალბათ (მშვიდობაში მოახმაროს !) და ეგმირება, მაგრამ თავისთვის ჩუმად რომ იამაყოს და ჩუმად რომ გამართოს ის კუზიანი წელი, ვერა ხომ ?!

უნდა გაგვაღიზიანოს, უნდა გამოგვიწვიოს, უნდა შეგვშალოს…

გამარჯობა, სოფო !

ჩემი გვარ – სახელი არაფერს გეუბნება ალბათ.

სამაგიეროდ, მე შემიძლია, მოგიყვე შენი ქმრის “საქმენი საგმირონი”…

ხუთი თვის პატარა გვყავს, ნანატრი შვილი- შეგვეცოდა, ვერ გავიმეტეთ და ძიძა არ ავუყვანეთ.

დილიდან გამოსული ვარ, ასე სჭირდება ჩემს საქმეს და ჩემი ქმარი მწერს – რთულია, ვეღარ ვიმორჩილებ, მძიმეა, ბევრს მოძრაობს,ეს თითებიც რომ არ მივარგა და ხელს როგორც მინდა, ისე რომ ვერ ვხმარობ…

რა შუაშია და შენმა “გაუტეხელმა” ქმარმა წაართვა ის ბედნიერება, მამები რომ შვილებს ააგდებენ მაღლა, სულ უფრო მაღლა და ჰაერში იჭერენ მერე…

იმისათვის რომ შენ დღეს წელგამართული და ამაყი ყოფილიყავი, ჩემმა ქმარმა ისწავლა მარცხენა ხელით წერა, მარცხენა ხელით ჭამა, უარი თქვა საჭის მართვაზე და სამუდამოდ დაემშვიდობა -ნადირობას – მის დიდ გატაცებას.

იმისათვის რომ შენ დღეს ამაყი ყოფილიყავი – ჩემს ქმარს საფრანგეთში ჩაუტარდა ორი ოპერაცია და ექვსთვიანი თერაპიის კურსი დაენიშნა ყოველდღიურად, წარმოგიდგენია ?!

ყოველდღე წვიმასა თუ ქარში, თოვლსა და ქარბუქში დადიოდა დღეში სამი საათი, ხან ფეხით და ხან ტრანსპორტით, სოფელში ვცხოვრობდით მაშინ…და რა გადავიტანეთ, კაცმა არ იცის.

მაგრამ თითები ვერ აღუდგინეს, ექიმმა დანანებით გვითხრა, რომ ოპერაცისას მხოლოდ “უცხო სხეულებისაგან”გავათავისუფლეთო… ალბათ ხვდები, “უცხო სხეულებში” რა იგულისხმება.

იმ ხუთი ტყვიის უცხო სხეულებს დღესაც დაატარებს ჩემი ქმარი.

და როგორც კი დადგება სექტემბერი და შემოდგომის სუსხი დაიწყება, ჩემი ქმარი შავ ხელთათმანს იკეთებს ხელზე და გვიან გაზაფხულამდე არ იხსნის, იმიტომ რომ სიცივეზე აუტანელი ტკივილები ეწყება.

მერე ამ შავი ხელთათმანით ხშირად ვხვდებით გაუგებრობაში მაღაზიასა თუ აფთიაქში, ტრანსპორტსა თუ საავადმყოფოში…

და ეს ყველაფერი, გადატანილთაგან მცირედი, მხოლოდ და მხოლოდ შენი “გაუტეხელი” ქმრის გამო და იმიტომ რომ შენ დღეს წელგამართული იყო.

ჩემი და შენი ქმარი იქეთ იყოს… უფრო სწორად, შენი ქმარი იყოს იქეთ და ჩემი – ჩემთან და უახლესი ისტორიიდან ერთადერთი გაუტეხელი კაცი ვიცი მე – მერაბ კოსტავა.

სირცხვილია.

წერტილი.”

(ვიდეო) – “ჩემი ქმარი ორჯერ გამოაცხადეს გარდაცვლილად… ორჯერ გამოიტირა დედამისმა” – დინა მირცხულავა
წელგამართული ვარ და ამაყი, რომ ასეთი ქმარი მყავს – მეგის ქარდავას მეუღლე
თეგები: დინა მირცხულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved