• რეკლამა
  • კონტაქტი
13:32, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქართველოში, ბავშვი, რომელიც 12 წელი სწავლობს, მე-9 კლასელის დონეზეა“

ალია ავტორი - ალია
21:44 03-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ საქართველოში განათლების სისტემის ერთ-ერთი პრობლემა სწავლის ხარისხია და ბავშვი რომელიც სკოლაში 12 წელს ატარებს, შედეგებით მე-8, მე-9 კლასელის დონეზეა. ამის შესახებ მან განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით, მსოფლიო ბანკის ახალი პროექტის პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ 102,7 მილიონის დოლარის ღირებულებისაა და მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ეხება განათლებას და შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. მათ შორისაა განათლების და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები 12 წელს სწავლობენ სკოლაში, მაგრამ სინამდვილეში მათი შედეგი ისეთია, თითქოს 8 ან 9 წელი გაატარეს სკოლაში. ეს პროექტი არის ამის გაუმჯობესების დიდი საშუალება. მეორე საკითხია კადრებზე, მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე ფოკუსირება. ჩვენ ყველამ ვიცით ჩვენი გამოცდილებიდან სკოლებში, რომ რაც არ უნდა კარგი სისტემა გვქონდეს განათლებაში, თუ კადრები არ გვყავს შესაბამისი, განათლების ხარისხი ვერ იქნება სათანადო.

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება განათლების დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ და ის იქნება ქვეყნის მშპ-ის 6%. შემდეგი კომპონენტი არის ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვნახეთ სკოლები, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც გათბობა ხდება შეშის ღუმელების მეშვეობით. სკოლის გარემო უნდა იყოს სწავლისთვის კარგი და კომფორტული, ამიტომ მესამე კომპონენტში ჩვენი მიზანია, ჯერ ერთი გათბობის საკითხის მოწესრიგება სკოლებში და ამ მხრივ ხელშეწყობა და მეორეს მხრივ, ინოვაციების, კომპიუტერების, ტაბლეტების შეტანა სკოლებში, რომ ბავშვებს ჰქონდეთ თანამედროვე საშუალებები, რაც სწავლის შედეგებს გააუმჯობესებს”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved