• რეკლამა
  • კონტაქტი
21:42, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსული მილსადენი შეიძლება, აღმოჩნდეს ძალიან საშიში, თუმცა, მას სარგებლის მოტანაც შეუძლია” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:27 09-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი პოლონურ გამოცემასთან – Energetyka24-თან საუბარში ამბობს:

“უახლოეს მომავალში რუსული მილსადენი შეიძლება, აღმოჩნდეს ძალიან საშიში: მომავალ გაზაფხულზე რუსეთის მიერ “თავდასხმის” შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნებს არ ექნებათ სურვილი, დაუჭირონ მხარი კიევს. თუმცა, მას სარგებლის მოტანაც შეუძლია. უკრაინას საკმარისად აქვს საკუთარი გაზი. ამ მილსადენის დასრულება იმით არის კარგი, რომ უკრაინელები საკუთარი გაზის მოპოვებას დაიწყებენ. ისწავლიან მის ეკონომიას”, – თქვა სააკაშვილმა და დასძინა, რომ “კიევი შეიძლება, არა მხოლოდ გახდეს თვითკმარი გაზის თვალსაზრისით, არამედ – დაიწყოს მისი ექსპორტიც”.

“ჩრდილოეთ ნაკად” -ის მშენებლობა, რომელსაც სამი წელი დასჭირდა, გასულ კვირას დასრულდა. გაზსადენის ორი ხაზის სიმძლავრე არის 55 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. დაგეგმილია მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვება წლის ბოლოსთვის.

სააკაშვილისგან განსხვავებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოეთ ნაკად2″-ს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას ადარებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსული გაზსადენი “ჩრდილოეთ ნაკადი-2”, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, უკრაინისთვის დამღუპველია. მისი თქმით, ”ის ხელს უწყობს რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ევროპის ინტერესებს და ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დამკვიდრებულ პრინციპებს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით – არ იყოს დამოკიდებული ერთ ქვეყანაზე, ამ შემთხვევაში, რუსეთზე. რა თქმა უნდა, ეს დამღუპველია უკრაინისთვის, პოლონეთისა და ევროპის სხვა სახელმწიფოებისთვის”.

შეერთებულმა შტატებმა გაზსადენის წინააღმდეგ მთელი რიგი სანქციები დააწესა და არაერთხელ მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებსა და კერძო კომპანიებს, შეწყვიტონ მუშაობა მილსადენზე.

7 იანვარს გერმანიაში გაზსადენის მშენებლობის მხარდასაჭერად ფონდი დაფუძნდა. 18-მა კომპანიამ უკვე თქვა უარი გაზსადენის პროექტში მონაწილეობაზე ან აპირებენ ამის გაკეთებას სანქციების საშიშროების გამო.

6 თებერვალს “ჩრდილოეთ ნაკად-2″-ში განაცხადეს, რომ მუშაობას აგრძელებენ.

20 აპრილს კი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინა უნდა დარჩეს ევროპაში რუსული გაზის მიწოდების სატრანზიტო ქვეყნად, მიუხედავად გერმანიის გადაწყვეტილებისა, დასრულდეს რუსული გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბრები.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:11 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved