თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, კავკასიონის ქედის მხარეს რამდენიმე ადგილზე მეწყერი ჩამოიშალა.
შედეგად, მესაზღვრეებისთვის სასაზღვრო ზოლამდე მისასვლელი გზის ნაწილი ჩაიხერგა. მიზეზად 17- 18 სექტემბერს მოსული უხვი ნალექი სახელდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის წყლის დონის დაკლებას ელოდებიან, რის შემდეგაც კონტრაქტორი კომპანია შესაბამის სამუშაოებს დაიწყებს.
წყარო – მთავარი
კომენტარები