• რეკლამა
  • კონტაქტი
17:37, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ არ უნდა ვაიძულოთ იმის აღიარება, რომ მექანიკურად აღარ მიგვათვლიდნენ რუსებს?” – მოსი

ალია ავტორი - ალია
16:45 09-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ნონა გაფრინდაშვილის ფოტო – National Geograpahic Magazine – საქართველო/გიორგი დარჩიაშვილი.

მწერალი ტორესა მოსი:

„ბევრი აზრი მოვისმინე ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე, მაგრამ მე სხვა კუთხიდან შევხედე. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ცხოვრება რაღაც აკეთეთ, მთელი ცხოვრება მიუძღვენით ერთ კონკრეტულ საქმეს და ამ საქმეში გახდით საუკეთესო. ამ დროს, ვიღაც იღებს სერიალს და ამ სერიალში, ერთია რომ წარმოსახვით პერსონაჟს გადარებთ და ამბობს, რომ ის გამოგონილი პერსონაჟი უფრო მაგარია, ვიდრე თქვენ, მაგრამ მეორეა რომ ამას იმის ხარჯზე აკეთებს, რომ თქვენს მიღწევებს პრაქტიკულად ანახევრებს. სერიალს 68 მილიონმა ადამიანმა უყურა გამოსვლიდან ორ კვირაში და ჯამში ას მილიონზე მეტმა ადამიანმა თქვენს შესახებ გაიგო რომ ხართ რუსი, რომელიც არ ხართ და ამავდროულად, ფიქრობს რომ იმის ნახევარიც არ გაგიკეთებიათ ცხოვრებაში, რაც მართლა გააკეთეთ.

ახლა რაც შეეხება იმას, რომ საბჭოთა კავშირში ყველას რუსად მოიხსენიებდნენ. არც ესაა არგუმენტი. რეალურად საქართველო არსებობდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო სახელმწიფოთა კავშირში. ფილმში რომ ეთქვათ საბჭოთა, ვერაფერს იტყოდი, რადგან ყველა ვინც ამ კავშირში შედიოდა საბჭოთა მოქალაქე იყო, მაგრამ რუსი ეთნიკურ წარმომავლობას ნიშნავს და ფაქტობრივი ტყუილია იმ მოცემულობაშიც კი, რომელშიც მოგიწია ცხოვრება. და აი ამ ჩემ ფეხებს, თუ „ნეტფლიქსის” სცენარისტებმა ეს დეტალები გამაზეს და საკითხს არ ჩაუღრმავდნენ მაშინ, როცა რეალურ ადამიანთან ჰქონდათ საქმე და რეალური ადამიანის ბიოგრაფიას ეხებოდნენ. და კი, ნეტფლიქსაც შეიძლება ჰყავდეს სირი სცენარისტები, რომლებიც კარგ სცენარს წერენ, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალები გამორჩებათ.

შესაბამისად, დასკვნა ასეთია, რომ ვიღაცამ თქვენი ბიოგრაფიის ნახევარი რომ მოგპაროთ, თქვენი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ დაგიმახინჯოთ, იმსახურებთ თუ არა კომპენსაციას? იმსახურებთ. იმსახურებთ თუ არა, რომ ფაქტობრივი ტყუილის შემცველი მომენტი სათანადოდ შეიცვალოს ან საერთოდ ამოიჭრას? იმსახურებთ. ცალსახად იმსახურებთ.

და ბოლოს, ძალიან ცუდია თუ დასავლურ სამყაროში ყველას ერთიანად რუსებად აღგვიქვამდნენ. ეს მაშინაც ფაქტობრივი შეცდომა იყო, რომლის გამოსწორების არანაირი შანსი არ გვქონდა, მაგრამ რატომ არ უნდა ვაიძულოთ იმის აღიარება დღეს, რომ მექანიკურად აღარ მიგვათვლიდნენ რუსებს, თუნდაც წარსულში? ჩვენი ამოცანა მათ შორის იმის დამტკიცებაცაა, რომ ოკუპაციის მიუხედავად ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი საკუთარ იდენტობაზე და დიახაც ვალდებულები არიან თუ არ ამბობენ საბჭოთა მოქალაქეს და აქცენტს ეთნიკურ კუთვნილებაზე აკეთებენ, მოგვიხსენიონ იმად, ვინც ვიყავით და ვინც ვართ”

თეგები: ნონა გაფრინდაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved