• რეკლამა
  • კონტაქტი
18:09, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი წამლების ფასებზე – როგორც არის ევროპაში რეგულაციები, ჯანსაღი და გამჭვირვალეა ეს პროცესი, გამიჯნულია მიმართულებები და არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტები, აი ასე უნდა მოეწყოს ყველაფერი საქართველოშიც

ალია ავტორი - ალია
01:43 09-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ბევრ პრობლემაზე და შეუსრულებელ საქმეზე ხშირად მიწევს განმარტების გაკეთება. ერთს შევახსენებ ყველას და თავს არ ვარიდებ, 4 წელი მე არ ვიყავი პოლიტიკაში, თანამდებობიდან წავედი 2015 წლის დეკემბერში, 2016-2017-2018 და 2019 წლის სექტემბერში დავინიშნე თავდაცვის მინისტრად. რაც გავაკეთე ჯარში ყველამ ნახეთ, ვიმუშავეთ ბევრი. რაღაც პრობლემები, რაც მოუგვარებელი იყო, მათ შორის მეგის ქარდავას ჩამოყვანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო, ამაზე მე არ ვიღებ პასუხისმგებლობას, ვაცხადებ ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მინდა, რომ ეს განვაცხადო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა წამლების ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე უნდა მოეწყოს საქართველოში, როგორც ევროპაშია და პროცესი უნდა იყოს ჯანსაღი, გამჭვირვალე.

„4 წელი მე არ ვმონაწილეობდი საჯარო პოლიტიკაში, საერთოდ არ ვიყავი ჩართული. რა თქმა უნდა, მე დავინტერესდი ფასებით, პრობლემა არის, ვიცი რა, სიღარიბე არის მთავარი გამოწვევა ჩვენი მოსახლეობის, პენსიონერების, მათ ჯიბეზე აისახება ეს ყველაფერი. მე არ მინდა პოპულისტურად გამომივიდეს ახლა, ამ წინასაარჩევნოდ. დიახ, ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა, მათ შორის შუალედური ანგარიშიც გვაქვს, არ მინდა ვიღაცამ კიდევ დაგვაბრალოს, რომ წინასაარჩევნოდ პოპულისტური მოსყიდვების და გულის მოგების მიზნით ამას აკეთებენ, ამიტომ, არჩევნების შემდეგ, ჩვენ გვექნება, მათ შორის, სექტორის წარმომადგენლებთანაც, იმ ადამიანებთან და ბიზნესთან, რომლებიც ამ ბიზნესით არიან დაკავებული, აქტიური კომუნიკაცია და ჩართულობა, ძალიან ნორმალურ, ცივილიზებულ ფორმებში და მჯერა, რომ აუცილებლად მივაღწევთ კომპრომისულ ვარიანტს. უნდა მოხდეს სწორად, ისე, როგორც არის ევროპაში. ჩვენ ახალს არაფერს არ გამოვიგონებთ. როგორც არის ევროპაში რეგულაციები და ჯანსაღი და გამჭვირვალეა ეს პროცესი, გამიჯნულია ის მიმართულებები და არ უნდა იყოს ინტერესთა კონფლიქტები, აი ასე უნდა მოეწყოს ყველაფერი საქართველოშიც. არ შეიძლება, რომ მწარმოებელიც იყოს, გამყიდველიც, დისტრიბუტორიც და ყველაფერი თვითონ იყოს ადამიანი და ამ დროს უკონტროლოდ იყოს ფასების ზრდა წამლებზე, მითუმეტეს, ისედაც ჯერ კიდევ გაჭირვებულ ქვეყანაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved