• რეკლამა
  • კონტაქტი
06:00, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩვენ გამოვიძიეთ ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე, მათ შორის ე.წ კასრების საქმე, სადაც არნახული, წარმოუდგენელი სისასტიკისა და სადიზმის ამსახველი კადრები ვიხილეთ

ალია ავტორი - ალია
23:49 09-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩვენ გამოვიძიეთ ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე, მათ შორის ე.წ კასრების საქმე, სადაც არნახული, წარმოუდგენელი სისასტიკისა და სადიზმის ამსახველი კადრები ვიხილეთ ჩვენ და საზოგადოებამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მეგის ქარდავა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, როდესაც წარმოუდგენელი სისასტიკით ეპყრობოდნენ ადამიანებს, მხოლოდ ერთ-ერთი შემსრულებელი იყო.

„ყველამ იხილა, თუ რაოდენ სასტიკად ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ერთი ძალიან მოკლე ფრაგმენტი მინდა გავახსენო მოსახლეობას. ამ მასალის შემადგენელი ნაწილი იყო ერთ-ერთი სრულიად უდანაშაულო ადამიანის წამების ფაქტი, რომელიც აღბეჭდილი იყო მათ მიერ ვიდეოფირებზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში ჩაჰყავდათ ადამიანები და ნებისმიერი ჩვენების მისაღებად მიმდინარეობდა არაადამიანური, სასტიკი წამება და გაუპატიურება და ათასი უბედურება, რომელიც შეიძლება ადამიანს დამართოს არაადამიანმა, რადგან ეს ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია. მინდა, ეს ისტორია შევახსენო მოსახლეობას და აღვნიშნო, თუ რა ძალასთან გვიწევს ჩვენ დღეს შერკინება და რა ძალა იბრძვის ჯერ კიდევ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის.  დავალება იყო, რომ ამ ადამიანს თავის თავზე უნდა დაებრალებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია – რაღაც ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობა. წაიყვანეს, მოიტაცეს ოჯახიდან, ფეხმძიმე მეუღლეს სცემეს, რომელსაც შემდგომ მუცელი მოეშალა, წაიყვანეს ადამიანი, საშინელებები დამართეს, წაიყვანეს გამაუპატიურებელი ადამიანი, რომელსაც 55 ლარი გადაუხადეს, ეს ყველაფერი დადასტურებულია გამოძიებით. ამის შემდეგაც ვერ მიიღეს სასურველი ჩვენება, რადგან ამ ადამიანმა გაუძლო ამ საშინელებებს და დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდეს და ამით გაუშვეს ციხეში. ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება და ეს არის მათი ხელწერა. რა თქმა უნდა, მეგის ქარდავა არ იყო ერთი, ის იყო ერთ-ერთი შემსრულებელი. ასევე, მინდა გავიხსენო სააკაშვილის ერთ-ერთი მიმართვა ჯარის მიმართ, ასეთი კაცი ხელმძღვანელობდა სამხედრო პოლიციას. მე შემთხვევით არ გამიხსენებია სერგო თეთრაძე, რომელიც სამხედრო პირი, პოლკოვნიკი იყო. ის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს, თითქოს იყო რუსეთის ჯაშუში, წაიყვანეს, აწამეს, საშინელებები დამართეს, აღარ მინდა გავიმეორო და ტკივილი მივაყენო მის ოჯახს და ასე წამებით მოკლეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved