• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯოჯოხეთი უნდა გაგვეარა მეც, მიშასაც, რომ დაგვენახა, ესეთ ნაძირლებს გვერდზე რომ დაიყენებ, უარესი დაგემართება… დიახ, ჩვენი ხელისუფლება ძალოვნებმა დაანგრიეს” – გიგი უგულავა

ალია ავტორი - ალია
23:58 09-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, “ტვ პირველთან” ამბობს:

“გახარია და მეზვრიშვილი ლოყებდაბერილები რომ ლაპარაკობენ, მე ავიღე პასუხისმგებლობა, ძალოვანი საერთოდ არ ვიყავი, მაგრამ იმ ხელისუფლების მერი ვიყავი და ესენი ძალოვნები, ლაპარაკობენ რაღაც მესამე პირში. ესეც უნდა დამთავრდეს. ვერ გავიგე, ეს ხალხი ან იმ სუსში არ მუშაობდა, ან იმ სუსის მოადგილე არ იყო, ან იმ სუსის უფროსი არ იყო, ან ყველა ხელისუფლების პროკურორი არ იყო ქალბატონი მეზვრიშვილი? მორჩით… ნამუსიც… იღუპება ქვეყანა, არქივარიუსებად ვერ ვიქცევით, იღუპება ქვეყანა.

დიახ, ჩვენი ხელისუფლება ძალოვნებმა დაანგრიეს და ძალოვნების თავნებობამ დაანგრიეს თავიდან ბოლომდე და ჩვენი პრობლემა ის იყო, რომ თავი არ მოვჭერით იმ გველეშაპს, მაგრამ ეს გველეშაპი ცხრათავიანია უკვე დღეს, ცხრათავიანია და თუ არ დავამარცხეთ ამ რეფერენდუმზე ასთავიანი გახდება და მერე უკვე გვიანი იქნება…

ივნიშვილის ასეთ ხელისუფლებას დასავლეთი კარებს დაუხურავს და გაიღება რუსეთის კარები, ეს ავტომატურად ასე მოხდება, ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ 2 ოქტომბერს ეს სარეველა ბალახი ამოვძირკვოთ.

2 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია, ვხედავ ბოლო დღეები ამ საზიზღრობას, მოდის ცუნამივით… ეს არის დანაღმული ველი, როდის რა აფეთქდება არ ვიცით, ეს არის დანაღმული ველი სახელმწიფოსთვის, თითოეული მოქალაქისთვის. ეს ვერ დამთავრდება, სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში. როგორც ციხის კადრების მერე, რაც არ უნდა მოგვეგო არჩევნები მაინც მორალურად გამქრალი ვიყავით და უნდა წავსულიყავით ოპოზიციაში, ჯოჯოხეთი უნდა გაგვეარა მართლა მეც, მიშასაც, რომ დაგვენახა, ესეთ ნაძირლებს გვერდზე რომ დაიყენებ, უარესი დაგემართება. ივანიშვილმა, რომელმაც სხვისი შეცდომები არ გაითვალისწინა, ივანიშვილს მოუვა უარესი, იმიტომ რომ ის 9 წელი იყო ქვეყნის აშენების, ქვეყნის ჩამოყალიბების და ეს 9 წელი არის უსაქმურობის, არაფრის კეთების, აღზევებული მდაბიობების და უბედურების. არასდროს ტოლობის ნიშანს არ ჩავუსვამ ამ ორ 9 წელს შორის, მიუხედავად ჩავარდნებისა. ჯოჯოხეთი უნდა გაგვეარა და გავიარეთ, მაგრამ უნდა გაგვეარა ჩვენ და არა რიგით პედაგოგს, რიგით მღვდელს, ჩვენ… ეს ნაძირლები შეეხნენ ჩვეულებრივ ადამიანებს, აქამდე ჩვენ გვაწიოკებდნენ, ციხეში გვსვამდნენ, ქვეყნიდან გვაგდებდნენ და არა უშავს, შეიძლება დავიმსახურეთ, მაგრამ ახლა შეეხნენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან მიიღებენ პასუხს. ვერ იჯდება მშვიდად და ვერ დაითვლის პინგვინებს. აი, ამ ნაგავს და ნიაღვარს უნდა გადაყვეს ივანიშვილი. უნდა დაინგრეს ეს სუსი ერთხელ და სამუდამოდ.”

თეგები: გიგი უგულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved