• რეკლამა
  • კონტაქტი
00:26, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მსგავსი აგრესია და ძალადობა არსად მინახავს, ამათი ხელიდან ადამიანი მკვდარია” – “მთავარის” ოპერატორი

ალია ავტორი - ალია
13:35 09-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

მთავარი არხის ოპერატორმა, ლევან აბლოთიამ, რომელიც ქარელში ქართული ოცნების ოფისიდან გადმოაგდეს, კლინიკა დატოვა. ჟურნალისტებთან მან მომხდარის დეტალები გაიხსენა.

“სად არ გვიმუშავია ჟურნალისტებს, ოპერატორებს, სად რა არ განგვიშუქებია ცხელი წერტილებიდან, მაგრამ მსგავსი აგრესია და ძალადობა ადამიანის მიმართ სრულად უცნობი ადამიანებისგან არსად არ მინახავს. მაგრამ ერთი ვიცი, რომ ამათი ხელიდან ადამიანი მკვდარია.

ოფისიდან ჟურნალისტი ბექა ყორშია ძალის გამოყენებით გაიყვანეს და მეც დავტოვე ოფისი. ქართული ოცნების წევრები ოფისში ჩაიკეტნენ, სიტუაცია კი მაშინ დაიძაბა, როცა აივანზე “სტენდაპს” წერდნენ.

გამოვარდა, დაახლოებით 4 თუ 5 ადამიანი, ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი რას. ვარიდებდი თავს, უკან უკან მივდიოდი. მინდოდა, დისტანცია ყოფილიყო ჩემსა და აგრესორ ადამიანს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა და ამ ჭიდაობასა და ხელის კვრაში, წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი. უბრალოდ თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ დავიცავი ბოლომდე თავი და მოხდა ის რაც მოხდა, გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით”, – აცხადებს მთავარი არხის ოპერატორი.

მასთან ერთად ჟურნალისტი ბექა ყორშია მუშაობდა. ის ყვება, რომ მათ ქარელის მერის ჩაწერა სურდათ, თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ქართულ ოცნებაში ოპერატორზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ. პარტიის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, ლევან აბლოთია შენობიდან უკუსვლით გადიოდა, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და დაეცა ზედა საფეხურებზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved