• რეკლამა
  • კონტაქტი
00:38, კვირა, 17 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბავშვებში ვაქცინის რისკის და სარგებელის შეფასება ასე გამოიყურება” – არჩილ მარშანია

ალია ავტორი - ალია
10:51 09-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ექიმი, არჩილ მარშანია:

დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება 12დან 15 წლამდე ბავშვებში უნივერსალური ვაქცინაციის შესახებ (რისკ ჯგუფებს მაგ ასაკში ისედაც ცრიდნენ).

ყველას ამ ასაკობრივ ჯგუფში შესთავაზებენ ფაიზერის ერთ დოზას, მეორე დოზის აუცილებლობა გადაწყდება დროში დაკვირვების შემდეგ.

ამ ასაკობრივ ჯგუფში აცრა ინტენსიურად მიმდინარებს სხვადასხვა ქვეყნებშიც:

დანია: აცრილი ყავს 12დან 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი;

ესპანეთი: აცრილი ყავს 12დან 19 წლამდე ასაკის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი;

გერმანია: ივნისის მონაცემებით 12დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ცრიდნენ მხოლოდ რისკჯგუფებს, თუმცა დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ვაქცინაციის მოცვა ამ ასაკში გაფართოვდა;

ნორვეგია: ამავე ასაკობრივ ჯგუფში დელტა ვარიანტის გავრცელების გამო გაფართოვდა ვაქცინაცია;

აშშ-ში და კანადაში: უკვე აცრილია 12დან 17 წლამდე მოსახლეობის 42%ზე მეტი

ისრაელი: ივნისში დელტა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რასაც მოყვა ბავშვებში ინფიცირების რაოდენობის გაზრდა, 12 წლიდან დაიწყეს უნივერსალური ვაქცინაცია;

ჩინეთი: 3დან 17 წლამდე სთავაზობენ ვაქცინაციას.

ინდოეთი: ადგილობრივი წარმოების ვაქცინას სთავაზობს 12დან 17 წლამდე რისკჯგუფებს და ვაქცინაციის გაფართოვება იგეგმება წლის ბოლოს როდესაც დამთავრდება ზრდასრულების მაქსიმალური მოცვა.

რატომ იწელება დროში და რატომ არის ვაქცინაციის გადაწყვეტილებების მიღება ბავშვებში შედარებით რთლი და რა სარგებელი აქვს ვაქცინაციას:

იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებში (დელტამდე განსაკუთრებით) ინფიცირებაც და გართულებებიც მცირე იყო, ასევე იმის გათვალისწინებითაც რომ კვვლევები სტანდარტულ 18დან 60წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში ტარდება, ცხადია ბავშვები ვაქცინაციის პრიორიტეტებში ვერ მოხვდებოდნენ და სარგებელის განსაზღვრაც არც ისე მარტივია.

რაც დრო გადის კი იცვლება მონაცემები და გრივდება სამეცნიერო მტკიცებულებები, ტარდება კვლევები და გადაწყვეტილებებიც იცვლება შესაბამისად.

დელტა ვარიანტმა ზრდასრულებში აჩვენა მეტი გადამდებლობაც და უფრო მწვავე მიმდინარეობაც, რაც აისახა ბავშვების მეტ ინფიცირებაზეც, რაც ცხადია მეტი ყურადღების მიქცევის მიზეზი გახდა.

ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით ბავშვებში, ვაქცინის რისკის და სარგებელის სწორი შეფასება არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე.

ამ ეტაპზე ბრიტანეთში, მილიონობით ბავშვზე დაკვირვების შედეგად, რისკი და სარგებელი ვაქცინაციაზე ასე გამოიიყურება:

1 მილიონ 1 დოზა ვაქცინაზე:

სარგებელი –

87 ჰოსპიტალიზაციის პრევენცია;

2 რეანიმაციაში მოხვდერის პრევენცია;

1 მილიონი მეორე დოზის შემდეგ:

6 ჰოსპიტალიზაციის პრევენცია;

0.6 რეანიმაციაში მოხვდერის პრევენცია;

სარგებელი არის ინფიცირების შემცირება, კვლევები* აჩვენებს რომ ამ ასაკში ფაიზერის ეფექტურობა ინფიცირების პრევენციისთვის თითქმის 100%-ა და შესაბამისად სკოლების გახსნის გადაწყვეტილების მიღება.

რა შეიძლება იყო პოტენციური რისკი:

1 მილიონ პირველ დოზა ვაქცინაზე:

3 – 17 მიოკარდიტის შემთხვევა (აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში სიმპტომები ლაგდება რამდნიმე დღეში და/ან ემორჩილება სტანდარტულ მკურნალობას)

1 მილიონი მეორე დოზის შემდეგ:

12 – 34 მიოკარდიტის შემთხვევა (აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში სიმპტომები ლაგდება რამდნიმე დღეში, ემორჩილება სტანდარტულ მკურნალობას).

მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ კოვიდის ინფექციის დროს მიოკარდიტების ალბათობა გაცილებით უფრო მაღალია:

მილიონ შემთხვევაზე ინფექციაზე ფიქსირდება 450 მიოკარდიტის შემთხვევა.

დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტს გავიგებთ, მანამდე კი ჩვენთან, საქართველოში, ზრდასრულები აიცერით ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით, დაიცავით საკუთარი და სხვისი სიცოცხლე.

ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური.

ჯანმრთელობას გისურვებთ

https://www.gov.uk/…/universal-vaccination-of-children…

https://www.reuters.com/…/israel-urges-adolescents-get…/

https://www.gov.uk/…/information-for-healthcare….

https://www.bbc.co.uk/news/health-58516207

https://institutions.newscientist.com/…/mg25133462-800…/

https://www.gov.uk/…/information-for-healthcare…

https://www.mayoclinic.org/…/coronavirus…/art-20484859

https://www.bbc.co.uk/news/health-58423152

https://www.theguardian.com/…/how-will-covid-vaccines…

https://www.mayoclinic.org/…/coronavirus…/art-20484859

თეგები: არჩილ მარშანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved