• რეკლამა
  • კონტაქტი
04:59, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

” მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დგას საქართველოს გვერდით” – ზალკალიანი

ალია ავტორი - ალია
10:15 09-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

გამოქვეყნდა ევროპარლამენტის ანგარიში, რომლის ავტორებიც ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს რეკომენდაციებს აძლევენ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების საკითხებზე.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს. დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებზე.

აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და დესტაბილიზაციის მცდელობები, ასევე, მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას; ევროპარლამენტი ღიად ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე სათანადო რეაგირების არარსებობამ ხელი შეუწყო მოსკოვის შემდგომ აგრესიულ სამხედრო და პოლიტიკურ კომპანიას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და ევროპაში, რამაც ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, განაცხადა:

„ანგარიში იმის ნათელი გამოხატულებაა, რომ ევროკავშირი და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დგას საქართველოს გვერდით, როდესაც საუბარია რუსეთის ჰიბრიდულ ომსა და უკანონო ოკუპაციაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის დაცვაზე. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ევროკავშირი რუსეთთან ნორმალურ სამუშაო ურთიერთობებს არ უნდა დაუბრუნდეს მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებთან და სანამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“

თეგები: დავით ზალკალიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved