• რეკლამა
  • კონტაქტი
17:01, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გორი ჩემი დედულეთია, მთელი ბავშვობა აქ გავატარე, ლიახვის ხეობაში და სოფელ დიცში, კარგად ვიცი, თუ როგორ დაიჩაგრა ჩვენი ძვირფასი ხალხი, განსაკუთრებით, ომის პერიოდში და ომის შემდეგაც – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:57 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

რომელი ხელისუფალი გახსენდებათ, ვინც 30 წლის განმავლობაში, უახლესი ისტორიის განმავლობაში, შეძლო გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობის და სტაბილურობის მოტანა ქვეყნისათვის და ჩვენი ხალხისთვის – არც ერთი, მეგობრებო; ეს არის „ქართული ოცნება“ და რა თქმა უნდა, ეს არის პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში დაისადგურა გრძელვადიანმა მშვიდობამ და ყველამ და მით უმეტეს გორელებმა, კარგად იციან მშვიდობის ფასი, იმიტომ, რომ იციან ომის ფასი.

„გორში ვართ და არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის მძიმე დღეები. გორი ჩემი დედულეთია, მე მთელი ბავშვობა აქ გავატარე. ლიახვის ხეობაში და სოფელ  დიცში. მე კარგად ვიცი, თუ როგორ დაიჩაგრა ჩვენი ძვირფასი ხალხი და განსაკუთრებით, ომის პერიოდში და ომის შემდეგაც. დავკარგეთ ასეულობით სოფელი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორიები, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ბრძოლით მოგვიტანეს და შემოგვინახეს. ამ დროს, უპასუხისმგებლო მთავრობამ, სააკაშვილის მეთაურობით, მისი სიტყვების ციტირება რომ მოვახდინო, ამ სოფლებს უწოდა  „ქვების გროვა“. მე მინდა, თითოეულ გორელს ვკითხო, ამ განცხადების შემდეგ, როგორ შეიძლება, რომ ამ ადამიანს პარტიას ვიღაცამ დღეს კიდევ, მხარი დაუჭიროს. კაცი, რომელიც ვერ აარიდებს ქვეყანას ასეთ დიდ პროვოკაციას და უბედურებას და დააკანონებს ოკუპაციას, ამის შემდეგ, დაკარგულ ტერიტორიებს უწოდებს „ქვების გროვას“, საჯაროდ, ტელევიზიის მეშვეობით, ეს რა არის, თუ არა ღალატი, მითხრას მაშინ ნებისმიერმა ადამიანმა. ამას გარდა, ჩვენ კარგად ვნახეთ, მაშინ როცა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იღუპებოდნენ, იხოცებოდნენ ბრძოლის ველზე და იცავდნენ ჩვენს ქვეყანას, მაშინ ეს ლაჩარი კაცი მიწაზე გართხმული გამორბოდა ბრძოლის ველიდან. 11 აგვისტოს, მაშინ როცა ჩვენმა შინდისის გმირებმა, 17-მა კაცმა არნახული გმირობა ჩაიდინა, იმავე დღეს, მთელმა მსოფლიომ ნახა ჩვენი სირცხვილი სააკაშვილის სახით. შემდეგ ვნახეთ, ომის მეორე, თუ მესამე დღეს, როგორ გამართეს სამარცხვინო კონცერტი, როგორ მიიყვანეს დათრგუნული ხალხი, ეს საწყალი ხალხი დააყენეს და „მიშა, მიშა“ აძახებინეს, ხალხნო. ეს ხომ არც თუ ისე შორეულ წარსულში იყო, რამეს ახალს ვამბობ, ვამეტებ, თუ რა?! ეს არის 1% იმისა , რაც ჩვენ ყველამ ერთად გამოვიარეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved