ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა:
„სხვათა შორის კვირაია მაშინ გადადგა. თუ არ ვცდები ნოდარ გრიგალაშვილის გარდა, ირინა სარიშვილის უკანონო მოსმენას გადაყვა.
2012-ში ციხის კადრების მერე ორი მინისტრი, ციხეებისა და თავდაცვის, გადადგნენ.
ისმის შეკითხვა – სადაა ამ ტოტალური საზიზღრობის ავტორი ამჟამად სუსის უფროსი, მანამდე “ქართუსა” და “ელიტა ბურჯის” თანამშრომელი ლილუაშვილი.
ან „ქართული ოცნება“ როდემდე აპირებს სირაქლემას პოზაში ყოფნას და პოლიტიკურ ცვედნობას. საუბარი რომ გავრცელებული მასალა მოგონილია იმედის მაყურებლისთვისაც არადამაჯერებელია. სულელი არავინაა ამ ქვეყანაში. მოთქმა იმაზე რომ ნაცების გაკეთებულია – ბოდვაა – ამ მასშტაბის მოსმენებს მხოლოდ სახელმწიფო უწყება თუ შეძლებს, რომელიც ივანიშვილის აბსოლუტური კონტროლის ქვეშაა. მით უმეტეს ნაცების ეპოქის ყველა ნაგავი უკვე ბოლომდე შეზელილ-შეხმატკბილებული ყავს ოცნებას.
რაც უფრო დიდ ხანს გააჭიანურებთ მით მტკივნეული იქნება ფინალი. ლილუაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. დანარჩენს ხალხი თავად იზამს 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე,“
კომენტარები