• რეკლამა
  • კონტაქტი
10:19, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღესვე გადადგეს სუს-ის უფროსი… ვინც „ოცნების“ სამსახურშია, ვეღარ გააგრძელებს მუშაობას განახლებულ უწყებაში” – კახა ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:32 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ფარული ჩანაწერების სკანდალს ოპოზიციონერი კახა ოქრიაშვილი ეხმაურება და ამბობს:

“მივმართავ საზოგადოებას, მასშტაბური ფარული მიყურადებისა და სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, აკაკი ნემსაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით:

დიახ, სუს-ი და „ქართული ოცნება“ არის საქართველოს ონკოლოგიური დაავადება, კიბო ჩვენი ქვეყნის სხეულზე, ხოლო

„ოცნების“ თითოეული მოძალადე წევრი და სუს-ის ის თანამშრომლები, რომლებიც ნებისმიერი ფორმით ჩართულნი არიან ამ უმძიმეს დანაშაულში, გასცემენ ან ასრულებენ უკანონო ბრძანებებს, არიან ამ დაავადების მეტასტაზები.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვითხოვ:

1. დღესვე გადადგეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი,  გრიგოლ ლილუაშვილი და მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ, დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, კიდევ ერთხელ ვაჟღერებ ჩვენს მოთხოვნასა და ხედვებს 2 ოქტომბრის ღირსების რეფერენდუმის შემდეგ, სუს-ის რეფორმირებასთან დაკავშირებით: სუს-ი დღეს ქცეულია მმართველი პარტიის სადამსჯელო და საარჩევნო დანაყოფად. ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სუს-ი დაიყოფა სამ სტრუქტურად, ხოლო ის კანონდამრღვევები, ვინც დღეს დგანან „ოცნების“ სამსახურში, ვეღარ გააგრძელებენ მუშაობას განახლებულ უწყებაში.

2. ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ამ მოვლენებთან და იმ კომენტარებთან დაკავშირებით, რომელსაც მის მიერ დანატოვარი „ოცნების“ ფსევდო-ლიდერები აჟღერებენ.

3. მხოლოდ ეს უმძიმესი ფაქტიც კი საკმარისია, რათა დემოკრატიულ საზოგადოებაში დადგეს რიგგარეშე არჩევნების გადაუდებელი საჭიროება. უკვე მერამდენედ, ბოლო 1 წელიწადში, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობის წინაშე.

ამიტომ, მოდით 2021 წლის 2 ოქტომბრის ღირსების რეფერენდუმზე, რათა ერთად მოვაშოროთ ჩვენს სამშობლოს ონკოლოგიური დაავადება – კრიმინალი ხელისუფლება”

თეგები: კახა ოქრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved