• რეკლამა
  • კონტაქტი
02:20, ოთხშაბათი, 1 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნათია თურნავა – ჩვენმა გუნდმა ქვეყანას მოუტანა მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და ახალი ასპარეზი ნიჭიერ ადამიანებს, რომ მათ თავიანთი სამეწარმეო უნარები განავითარონ

ალია ავტორი - ალია
16:54 09-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

სახელმწიფოს მხარდაჭერით, მათ შორის ჩვენი პროგრამებით, შიდა ქართლში 20-მდე სხვადასხვა მცირე და საშუალო საწარმო ამოქმედდა, 10-მდე მცირე სასტუმრო გაიხსნა, რომელიც მიუხედავად პანდემიისა, კვლავაც მასპინძლობს ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს, ასევე ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის ვახტანგ მაისურაძის  წარდგენაზე განაცხადა.


„ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მთელ საქართველოს, მათ შორის კასპის მუნიციპალიტეტს მოუტანა მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა, ახალი ასპარეზი ნიჭიერ ადამიანებს, რომ მათ თავიანთი სამეწარმეო უნარები განავითარონ, კერძო საკუთრების პატივისცემა და ხელშეუხებლობა. ეს არის მთავარი ღირებულება და დანარჩენი, რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი განხორციელდება ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ხალხს და თქვენს რეგიონს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისი თქმით, კასპის მუნიციპალიტეტი, მთლიანად შიდა ქართლი მდიდარია თავისი სამეწარმეო ინდუსტრიული ტრადიციებით. მისივე განცხადებით, გარდა ამისა, რეგიონში განვითარდა სხვა ტიპის წარმოება, მათ შორის ქაღალდის, ავეჯის, სხვადასხვა საშენი მასალის, პლასტმასის და ბევრი სხვა პროდუქციის წარმოება, რაც საბოლოო ჯამში მოგვიტანს სიღარიბის დაძლევას, დამოუკიდებელ სტაბილურ შემოსავალს ოჯახებს და ახალ სამუშაო ადგილებს.
„რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ეს იყო მხოლოდ დასაწყისი, რადგან ჩვენ მემკვიდრეობით გადმოცემულ ძალიან ბევრ პრობლემას ვებრძოდით და თან განვითარებას ვეხმარებოდით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მასშტაბური დაფინანსება გამოიყოფა ყველა რეგიონში მცირე წარმოებებისთვის.
„2,5 მლრდ ლარის დახმარება, თანადაფინანსება იქნება გამოყოფილი სხვადასხვა რეგიონისა და დარგისთვის, რომელიც აძლიერებს ქართულ წარმოებას, ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული დარგებისთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

თეგები: ნათია თურნავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved