• რეკლამა
  • კონტაქტი
17:01, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, როცა პრაქტიკულად მთელი ერი გაერთიანდა ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარშემო, არის წინსვლის, ქვეყნისა და ხალხის დამშვიდების, სტაბილურობის და განვითარების საწყისი – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:13 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ჩვენ ერთად ძალიან ბევრი არჩევნები გამოვიარეთ და ძალიან ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ; დასაბამი ჩვენი გამარჯვებისა არის 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი, როცა პრაქტიკულად მთელი ერი გაერთიანდა ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარშემო და სწორედ მისი ლიდერობით, მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, 1-ლი ოქტომბერი არის საწყისი წინსვლის, ქვეყნისა და ხალხის დამშვიდების, სტაბილურობის და რაც მთავარია, განვითარების.

„ჩვენ ძალიან ბევრი მიღწევა გვქონდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა და ბევრი პროექტი დაფინანსდა, მაგრამ კარგად გვესმის, რომ მთავარი გამოწვევა ჯერ კიდევ არის ჩვენი ხალხის უმუშევრობა, სიღარიბე, ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ამ გამოწვევებს სჭირდება სტაბილურობა და სიმშვიდე, ამ გამოწვევებს სჭირდება კეთილსინდისიერი, წესიერი, უნარიანი ხალხი, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას, მოემსახურებიან და არა – დაჩაგრავენ, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. ჩვენ ჩვენი საქმით, ჩვენი ხელწერით დავამტკიცეთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მართვაზე, მოქალაქეების კეთილდღეობის შექმნაზე. ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა არის სწორედ ჩვენი მთავარი ამოცანა. ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გამოწვევა – ოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება არის და იქნება მუდამ ჩვენი მთავარი იდეა და მიზანი, მაგრამ მანამ, ვიდრე ამ დიდი მიზნის განსახორციელებლად და მისაღწევად ჩვენ ყველანი ერთად დავირაზმებით, საჭიროა, ჩვენ დავძლიოთ სიღარიბე, უმუშევრობა და ის რეალური პრობლემები მოვუგვაროთ ჩვენს ძვირფას ხალხს, რაც ყოველდღიურად აწუხებთ“, – განაცხადა პრემიერმა. 

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved