• რეკლამა
  • კონტაქტი
00:32, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძველი ავტომობილის საბაზრო ფასად ჩაბარება და სანაცვლოდ, უახლესი Land Cruiser 300-ის შეძენაა შესაძლებელი

ალია ავტორი - ალია
12:23 09-13-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს პროექტ „ტოიოტა პლუსის“ ფარგლებში ძველი ავტომობილის საბაზრო ფასად ჩაბარებას და სანაცვლოდ, ახალი თაობის Land Cruiser 300-ის შეძენას სთავაზობს.

საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერის განცხადებით, „ტოიოტა პლუსი“ მაქსიმალურად საიმედო და ხელსაყრელია მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვით დაინტერესებული მომხმარებლისთვის და მას გაუთვალისწინებელი რისკებისგან მთლიანად აზღვევს.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, „ტოიოტა პლუსის“ ფარგლებში, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ძველი ავტომობილი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ საბაზრო ფასად ჩააბაროს და სურვილის შემთხვევაში, ახალი ავტომობილის, მათ შორის Land Cruiser 300-ის შეძენის გზებიც გაიმარტივოს. ახალი ავტომობილის შეძენისას მომხმარებელი მხოლოდ ფასთა შორის სხვაობას დაფარავს.

„ჩასაბარებელი ავტომობილი ტექნიკურ შემოწმებას „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერთიფიცირებულ სერვისცენტრში გაივლის. ამ ერთსაათიანი პროცედურით ავტომობილის საბაზრო ფასის დადგენა ხდება. სანაცვლოდ, მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს ტოიოტას ნებისმიერი ახალი ავტომობილი, მათ შორის ახალი თაობის Land Cruiser 300-ი, რომელიც შოურუმშია წარმოდგენილი. ფასთაშორის სხვაობის დაფარვა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით, ბანკისა თუ სალიზინგო კომპანიის დახმარებით, ასევე, Toyota Casco-ს ხელსაყრელი პირობებით“, – აცხადებენ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“.

მომხმარებელს ახლის შეძენის გარეშეც შეუძლია ძველი ავტომობილის ცენტრში საბაზრო ფასად ჩაბარება იმ შემთხვევაში, თუ მისი ავტომობილი „ტოიოტა პლუსის“ პირობებს დააკმაყოფილებს. გარდა ამისა, შესაძლებელია, ცენტრში სასურველი მეორადი ავტომობილის ასევე საბაზრო ფასად და 2 წლამდე გარანტიით შეძენა. ამ მიმართულებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სიახლესაც სთავაზობს, რაც სასურველი ავტომობილის მოძიება-ჩამოყვანას გულისხმობს.

„ჩაბარების პროცესში ავტომანქანის ხანდაზმულობა 8 წელს არ უნდა აღემატებოდეს და მისი გარბენი 160 000 კმ-სარ უნდა სცდებოდეს, არ უნდა იყოს წყალში ჩაძირული და ნამუშევარი როგორც ტაქსი. სწორედ ამ ძირითადი პარამეტრების მიხედვით ხდება ძველი ავტომანქანების შერჩევა. მეორად ავტომობილებს მსურველებს საბაზრო ფასად და 2 წლამდე გარანტიით ვთავაზობთ. გარანტია მოიცავს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სერტიფიცირებული ტექნიკოსებისა და ევაკუატორის უფასო მომსახურებას. გვაქვს სიახლეც – თუ მომხმარებელი ცენტრში ვერ შეარჩევს სასურველ ავტომობილს, დახმარებას გავუწევთ მის მოძიებასა და ჩამოყვანაში. რაც მთავარია, „ტოიოტა პლუსით“ ვზოგავთ მომხმარებლის დროს და გარდა ამისა, მეორადი ავტომანქანის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელს სრულ გარანტიას ვაძლევთ, თავი დაიზღვიოს იმ გაუთვალისწინებელი და არასასიამოვნო სიურპრიზებისგან, რაც ხშირად, ავტომობილის აუქციონის წესით, ბაზრობებზე ან ვებგვერდის მეშვეობით შეძენას მოჰყვება“, – აღნიშნავენ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“.

მომხმარებელი, რომელსაც „ტოიოტა პლუსით“ სარგებლობა სურს, კოვიდპანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციებისა და უსაფრ­თხო­ე­ბისსტან­დარ­ტე­ბისსრული დაცვით გაუწევენ.

თეგები: ტოიოტა ცენტრი თბილისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved