“ტვ პირველის” მტკიცებით, “ქართული ოცნების” დაცული კომპიუტერებიდან ფარული თვალთვალის დოკუმენტები გამოიტანეს და “შაბათის ეთერს” მიწოდეს.
დოკუმენტების მიხედვით “ოცნების” კომპიუტერებში ინახებოდა ინფორმაცია რიგითი საჯარო მოხელეების პირად ცხოვრებაზე.
უთვალთვალებდნენ სკოლის მასწავლებს, დირექტორებს, არკვევდნენ რომელს მასწავლებელს ვისთან ჰქონდა რომანი, ვინ იყო მისი რეკომენდატორი, რომელი ჯგუფები ჰქონდა დალაიქებული და როგორი იყო მისი პოლიტიკური გემოვნება.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, მასალები სამ ნაწილად იყო გაყოფილი, მონაცემი რესურსცენტრიდან, მონაცემი სუს-იდან და მონაცემი მმართველი პარტიიდან.
მედიის ინფორმაციით, სიის ნაწილის გათავისუფლების საკითხიც კი დადგა, ნაწილზე კი წერია, რომ მართალია ისინი არ მოსწონთ, მაგრამ საარჩევნო კომიისიის წევრები არიან და ამომრჩეველთა მობილიზება შეუძლიათ.
კომენტარები