• რეკლამა
  • კონტაქტი
08:25, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილმა 500 მილიონი გადაიხადა საკუთარ სასახლეში, იმისთვის, რომ როგორც თავად წარმოედგინა თავი მეფედ, ეცხოვრა ფუფუნებაში და კომფორტში, მაშინ, როცა, ასეთი გაჭირვება იყო ქვეყანაში და არარეალურ, გამოგონილ საქართველოზე გველაპარაკებოდა – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:32 09-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

შემთხვევითი არ არის, რომ 7 არჩევნებში სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, თავისი შეცდომებით, ჩვენი გამოწვევებით; ჩვენ კარგად ვიცით, რომ უშეცდომო არავინაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაზე ჰუმანური და ადამიანზე ორიენტირებული ხელისუფლება არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

„ყველა მმართველს აქვს შეცდომა და გამოწვევა, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია, ჩვენ უნდა გავარჩიოთ კეთილი და ბოროტი, თეთრი და შავი, სიმართლე და სიცრუე, ღალატი და ერთგულება.  ამიტომაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი აქცენტი და მთავარი კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ საქმეზე, შრომაზე. შრომა უნდა გავააქტიუროთ მაქსიმალურად, გაათმაგებული ტემპებით არის საჭირო მუშაობა, მით უმეტეს,  იმ ფონზე, როცა ეს ზღვარგადასული პროპაგანდა მომდინარეობს მათი მხრიდან. რამდენიმე ფაქტს მოვიყვან კიდევ ჩვენი მოსახლეობისთვის. ვიცი, თქვენ, ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო, ჩემო ხალხო, ჩვენ ოჯახის წევრები ვართ ყველანი, ჩვენ კარგად გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ მე ამას ვლაპარაკობ იმ ადამიანების გასაგონად, რომლებიც ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, არიან შემცდარნი და ჯერ კიდევ, უჯერებენ ამ ცრუ ადამიანებს. 2012 წლამდე, რაღაც ფრაგმენტული გამოვლინებები იყო ქვეყანაში. ლამაზ შენობებს აშენებდნენ, ალაგ-ალაგ, რა თქმა უნდა, მათივე კომფორტისთვის, არა მოსახლეობისთვის. სულ სამი შენობა რომ ავიღოთ, სააკაშვილმა, 500 მილიონი გადაიხადა საკუთარ სასახლეში, იმისთვის, რომ როგორც თავად წარმოედგინა თავისი თავი მეფედ, ეცხოვრა ფუფუნებაში და კომფორტში, მაშინ, როცა, ასეთი გაჭირვება არის ქვეყანაში და კიდევ უფრო რთული სიტუაცია იყო 2012 წელს.  დანგრეული ინფრასტრუქტურა, გზები, წყალი – არაფერი. ჯერ კიდევ, 3 000 სოფელს არ მიეწოდება ხარისხიანი სასმელი წყალი და გზები არ იყო ცენტრამდე მისასვლელი და რაღაც არარეალურ, გამოგონილ საქართველოზე გველაპარაკებოდა. რაზეა საერთოდ საუბარი. ამ დროს არც ერთი მედია არ იყო თავისუფალი, ერთადერთი ტელევიზია იყო ოპოზიციურად განწყობილი და ისიც მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. ძალიან კარგად მახსოვს, 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე რა ვითარებაში გვიწევდა მუშაობა. ეს დაავიწყდათ ამ ადამიანებს? „ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved