• რეკლამა
  • კონტაქტი
15:38, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ესხმიან თავს პატრიარქს, ეკლესიას, ჯარს, პოლიციას, ყველაზე მაღალრეიტინგულ, ავტორიტეტულ პირებს თუ ინსტიტუტებს?! იმიტომ, რომ კარგად იციან, რომ მშვიდობიან სიტუაციაში გამორიცხულია მათი ხელისუფლებაში დაბრუნება – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:13 09-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ რაღაც აპოკალიპტურ სურათს ქმნიან ყოველდღიურად ტელევიზიის მეშვეობით, თავს ესხმიან ყველა ინსტიტუტს, ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტს, როგორიცაა პოლიცია, ჯარი, სასამართლო, ყველაფერი… არც ერთი წმინდა ადგილი არ დატოვეს მათი ეს გარყვნილი პროპაგანდისტული მანქანა რომ არ შეეხო, მაგრამ ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად არჩევს თეთრს და შავს, ტყუილს და სიმართლეს., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, კეთილდღეობა.

„ერთ წრეზე ვტრიალებთ, რა თქმა უნდა, ბევრს ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. აი სწორედ ეს გვჭირდება, რომ ჩვენი მოსახლეობა წელში გაიმართოს, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, მშვიდობა გვქონდეს და რაც მთავარია, ქვეყანა გავაერთიანოთ. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ როცა თუნდაც ჩვენი, ჩვენს მიერ დროებით დაკარგულ აფხაზეთში და ოსეთში უყურებენ ასეთ არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას, უყურებენ როგორ დესტრუქციულად იქცევიან ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ რაღაც აპოკალიპტურ სურათს ქმნიან ყოველდღიურად ტელევიზიის მეშვეობით, თავს ესხმიან ყველა ინსტიტუტს, ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტს, როგორიცაა პოლიცია, ჯარი, სასამართლო, ყველაფერი… არც ერთი წმინდა ადგილი არ დატოვეს მათი ეს გარყვნილი პროპაგანდისტული მანქანა რომ არ შეეხო, მაგრამ ხალხი ბრძენია და ძალიან კარგად არჩევს თეთრს და შავს, ტყუილს და სიმართლეს.  აქ გვესწრებიან სასულიერო პირები და მე მინდა, მათდამი პატივისცემა დავადასტურო კიდევ ერთხელ. რატომ ესხმიან თავს პატრიარქს, ეკლესიას, ინსტიტუტებს – ჯარს, პოლიციას, ყველაზე მაღალრეიტინგულ, ავტორიტეტულ პირებს თუ ინსტიტუტებს?! იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, რომ მშვიდობიან პერიოდში და მშვიდობიან სიტუაციაში პრაქტიკულად გამორიცხულია მათი დაბრუნება ხელისუფლებაში. თეორიული შანსიც კი დაკარგეს და ერთადერთი გზა მათი, ჰიპოთეტურად ვთქვათ, ხელისუფლებაში დაბრუნების არის სწორედ არეულობა და რაღაც დესტრუქცია და რევოლუცია, არეულობის შემოტანა. იმ დროს არ უნდა იყოს არც ერთი ავტორიტეტი ქვეყანაში, არც ერთი ავტორიტეტული პირი, ინსტიტუტი – სწორედ ამას ემსახურება მიზანმიმართული, პროპაგანდისტული მუშაობა. ისინი იყენებენ ფაშისტურ პროპაგანდისტულ მეთოდებს. პირდაპირ უნდა ითქვას ასე, ასეც არის, რომ მუდმივად, ამ უწყვეტი პროპაგანდის რეჟიმში, მოსახლეობას მანამდე აჩვენებდნენ ჯოჯოხეთს სამოთხედ და ახლა პირიქით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved