• რეკლამა
  • კონტაქტი
15:38, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენი საერთო მიზანი და ოცნებაა სწორედ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გაერთიანება, ვიდრე ჩვენი ერი არ გაერთიანდება, ძალიან რთული იქნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:58 09-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ჩვენ ყველამ ერთად ძალიან დიდი გზა გავიარეთ, ის გზა, რომელიც ჩვენმა დიდმა ოჯახმა – „ქართულმა ოცნებამ“ გამოიარა და ჩვენს ქვეყანას მოუტანა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მცხეთის მერობის კანდიდატის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა გუნდმა განვითარება მოიტანა ყველა მიმართულებით, ყველა სექტორში არის ხელშესახები პროგრესი და წინსვლა, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, გზების მოწესრიგება, სოფლის მეურნეობა, კულტურა, სპორტი, განათლება, ჯანდაცვა, თუ ადგილობრივი წარმოების განვითარება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. ის საქმეები, რაც ჩვენმა დიდმა გუნდმა განახორციელა, ხელშესახები და კონკრეტულია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი საქმე, გაათმაგებული ტემპებით მუშაობაა საჭირო ახლა იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა, უმუშევრობა და სიღარიბე რაც შეიძლება მალე იყოს დაძლეული. ჩვენ ბოლო წლებში 7 გამარჯვება მოვიპოვეთ და ამით მხოლოდ ჩვენი გუნდი არ არის გამარჯვებული, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანაა გამარჯვებული. ჩვენი საერთო მიზანი და ოცნებაა სწორედ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გაერთიანება. არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო, მანამ, ვიდრე ჩვენი ერი არ გაერთიანდება, ძალიან რთული იქნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რადგან ჩვენს შიდა სიტუაციას ძალიან კარგად აკვირდება როგორც მტერი, ასევე ჩვენი მოყვარე, ასევე ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები. აკვირდებიან, როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა. ჩვენ კარგად გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის ეს მართლაც უნიკალური, გამორჩეული პერიოდი, ვგულისხმობ მშვიდობიან, სტაბილურ პერიოდს, იყოს შენარჩუნებული, განმტკიცებული, გამყარებული და კიდევ მეტი შედეგი დავდოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველი გუნდი ადგილობრივი არჩევნებისთვის ძალიან დიდი ყურადღებით და ფრთხილად არჩევს მერობის კანდიდატებს, ვინაიდან მერები არიან ის ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან მოსახლეობას და ისინი მუდმივად უნდა იყვნენ კონცენტრირებული, ადგილზე მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved