• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეკლესია, ჩვენი უწმინდესი არის ფუნდამენტი საქართველოს სახელმწიფოებრიობისა, ვფიქრობ, ის დამოკიდებულება, რაც ეკლესიის მიმართაა, არასწორია” – გოგაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:42 09-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

“სახალხო პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო გოგაშვილმა, პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვას, რა რეაგირება ექნებათ, მისი პარტიის წევრ, ლევან ლაბახუაზე განხორციელებულ ზეწოლაზე, ასე უპასუხა:

“ჩვენ რეაგირება გვექნება სამართლებრივი, კანონიერი. იმედი მაქვს, მსგავსი აღარ განხორციელდება, თუ განმეორდება მსგავსი ფაქტები, ჩვენი სიის წევრების, თუ აქტივისტების მიმართ, მაშინ მოგვიწევს პოლიტიკური ჩარჩოებიდან გამოსვლა და რეაგირება, იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც ზეწოლა განხორციელდება.”

გოგაშვილს კიდევ ერთხელ ჰკითხეს, რატომ დატოვა “ქართული ოცნება”, რაზეც უპასუხა:

“პარტია დაშორდა იმ მიზნებს და შემართებას, რაც 2012 წელში გვქონდა, რის გამოც, ამ პარტიას შევუერთდი, ვეღარ დავინახე იქ ჩემი თავი. ამიტომ გადავწყვიტე წამოვსულიყავი.”

გოგაშვილს ჰკითხეს ისიც, ხომ არ უთხოვია დახმარება წინასაარჩევნოდ დახმარება ეკლესიისათვის, რაც მან კატეგორიულად უარჰყო და მსგავსი რამ გამორიცხა:

“ეკლესია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა. საქართველოს ეკლესია, ჩვენი უწმინდესი არის ფუნდამენტი საქართველოს სახელმწიფოებრიობისა, მე ვფიქრობ, ის დამოკიდებულება, რაც ეკლესიის მიმართაა, არასწორია. თუ მათ ჩვენი მიზნები დააკმაყოფილებთ, გინდ საერო პირი იყოს და გინდ სასულიერო, ჩვენთვის იქნება ეს გამარჯვება.”

შეგახსენებთ, პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე, ვრცლად გოგაშვილმა “ალიასთან” ისაუბრა და იმ ინტერვიშივე, ის მოგვიყვა თავის პირად დამოკიდებულებას ეკლესიისა და პატრიარქისადმი:

“პატრიარქთან ჩემი პირადი დამოკიდებულება მაქვს და მადლობა ღმერთს ამისათვის. 1995 წელს დავიწყე ეკლესიაში სიარული და ქაშუეთის ეკლესიის მრევლი ვარ. რამდენიმე წელში შემმოსეს სტიქარით. იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ სტიქაროსნები, მეუფეები გახდნენ, იერარქიულად წინ წავიდნენ. ჩემთვის ეს იგივე ოჯახია, სულიერი მამა, პატრიარქი კი, უმთავრესია. ეს არის ადამიანი, რომელიც გამოც, არასოდეს, არავისთვის კომპრომისს არ გავაკეთებ. პატრიარქის გულისთვის, ჩემი სიცოცხლის გადადებაც შემიძლია, თუ ეკლესიაში ვინმე რამით ბოროტად სარგებლობს, ამაზე თვალებს ვერ დავხუჭავ, რა თქმა უნდა, როგორც ერშია ბევრი რამ შესაცვლელი, ასევეა ბერშიც. მაქსიმალურს გავაკეთებ, რომ უღირსი წევრები, რომლებიც ეკლესიას ჩირქს სცხებენ და არაეკლესიურად იქცევიან, ჩამოშორდნენ ეკლესიას. რაშიც და როგორც დაჭირდება პატრიარქს ჩემი დახმარება, ისე მივეხმარები. პატრიარქთან მიახლების ფუფუნება რომ მაქვს, მარტო მაგითიც ვარ ბედნიერი. მასთან ძირითადად მიწევს საუბარი იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიძლებოდა საპატრიარქოს და ეკლესიას შექმნოდა, ძალიან ბევრი საკითხი გადაჭრილა. უძლიერესი გონების ადამიანია. თავად იღებს გადაწყვეტილებებს, როცა მივდივარ და ვსაუბრობთ, ყოველთვის ერთი ერთზე ვხვდები. მას იმდენად ძლიერი ენერგია აქვს, რომ შეხვედრის შემდეგ გაძლიერებული გამოდიხარ. შეიძლება თავად სუსტდება ამ დროს, როცა ამხელა ენერგიას გაძლევს, მაგრამ შენ გაძლიერებს. როცა ბინძური კამპანია დაიწყო მის წინააღმდეგ, რომელიც კარგად ვიცი, ვისი პროვოცირებული იყო, ვინ დააფინანსა, სწორედ იმ პერიოდში მომიწია პატრიარქთან შეხვედრა. მძიმედ მივიღე ეს ამბავი და მეტყობოდა კიდეც, ალბათ, რომ შეიძლებოდა რამე არაადეკვატური გამეკეთებინა. რაზე ვისაუბრე იქ, ამას ვერ მოვყვები, მაგრამ მან მითხრა – „მათ იციან დიდი შური და არ მემეტები მაგისთვის, არ მინდა დაზიანდე, არ მინდა ამ ომში ჩაერთოო.“ მე ვთვლი, რომ ჩემი ოჯახია ეკლესია და საერთოდ, ოჯახში ასე ხდება, თუ პრობლემაა და შენ რამის გაკეთება შეგიძლია, უნდა გააკეთო. ამიტომ, არასოდეს დაველოდები იმის თქმას, რომ ჩემი გასაკეთებელი უნდა გავაკეთო.”

თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ახალი ამბები

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

14:09 07-04-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

11:03 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved