ოპოზიციის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში, განაცხადა:
“ჩავაბარებ ნარკოტესტს. კალაძეს ვეტყვი, რომ მისთვის მთავარი დემოკრატიის ტესტი უნდა იყოს და ამაზე უნდა საუბრობდეს. თუ უნდა, ინტელექტუალური კოეფიციენტის ტესტიც ჩავატაროთ, ე.წ. IQ ტესტი“
შეგახსენებთ, რომ თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე მერობის ყველა კანდიდატს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
კომენტარები