• რეკლამა
  • კონტაქტი
21:48, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბოლო წლებში მამა ბლოკირებული იყო, არსად აჩვენებდნენ, კონცერტებს ზოგჯერ გარეთ, ზოგჯერ დანგრეულ კლუბში ატარებდნენ და გაციებულები ჩამოდიოდნენ” – როგორ ცხოვრობდა ბოლო წლებში თემურ წიკლაური?

ალია ავტორი - ალია
16:02 09-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
273

ნახევარი წელი გავიდა თემურ წიკლაურის გარდაცვალების შემდეგ. მისმა წასვლამ გული ყველა ქართველს ატკინა, თუმცა, ცხადია, ეს განშორება ყველაზე რთული მისი ერთადერთი ქალიშვილისთვის, ქეთი წიკლაურისთვის აღმოჩნდა.

ქეთი წიკლაური, “თბილისელებთან” ამბობს:

როცა ძალიან პატარა, დაახლოებით, ათ წლამდე ვიქნებოდი, მამას კარიერა ასეთი არ იყო. მაშინ ჯერ კიდევ ახალბედა არტისტები იყვნენ, ის განსაკუთრებული პერიოდი „არგონავტების“ შემდეგ დაიწყო და იმ ტრაგედიის შემდეგ, რომელიც ჩემს ოჯახს დაატყდა თავს, როდესაც ჩემი ძმა გარდაიცვალა. ამის შემდეგ მამა თავის შემოქმედებით, თავის ადამიანობით, სულიერებითა და მაღალეთიკურობით, საოცარი ქარიზმითა და ნიჭით ძალიან შეიყვარეს.

ღმერთი ერთს გაძლევს, მეორეს გართმევს. ჭირი და ლხინი ანაცვლებს ერთმანეთს. მხოლოდ ბედნიერი რომ იყოს ადამიანი, ცხოველის დონეზე იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. კი, ამის შემდეგ დაიწყო მათი ლეგენდა, მათი ანსამბლი ყველას უყვარდა, ძალიან ბევრს მოგზაურობდნენ. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, მე ამის მომსწრე ნაკლებად ვიყავი, რადგან ორ ქვეყანას შორის ვიყავი გახლეჩილი. ხან დედაჩემის მშობლებთან ვცხოვრობდი კრასნოდარის ოლქში და ხან აქ – ჩემს მშობლებთან. ორივესთან ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ხან მშობლები მენატრებოდა, ხან – გამზრდელი ბებია-ბაბუა.

გარდა ამისა, მამა თვეობით მიდიოდა ხოლმე გასტროლზე. ამიტომ მათი ვარსკვლავური ცხოვრების მომსწრე მაინცდამაინც არ ვყოფილვარ. თუმცა, მახსოვს, ბედნიერი ზაფხულები, როცა არდადეგებს ყველა ერთად ვატარებდით. „ივერიელებს“ ბევრი ბავშვი ჰყავდათ და ყველა ვმეგობრობდით, მუსიკას ვუსმენდით, ვმხიარულობდით. პომპეზური დამოკიდებულება მათ მიმართ მერე და მერე გაჩნდა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან მათდამი განსაკუთრებულ სიყვარულს ღრმა ბავშვობიდან ვგრძნობდი. თუმცა, მხოლოდ სიყვარულით არ ყოფილა გაჯერებული ხალხის დამოკიდებულები ჩვენი ოჯახის მიმართ. ეს გვერდიდან ჩანს ყველაფერი ბრწყინვალე. მეტსაც გეტყვით, ბოლო წლებში მამა ბლოკირებული იყო, არსად აჩვენებდნენ. ლეგენდა საოცარი რამ არის, მაგრამ ჩვენ ხომ ცოცხალი ადამიანები ვართ და მარტო ლეგენდა არ გვაცოცხლებს?!

ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა და როცა ეს გაქვს, ძალიან ბევრს ნიშნავს, თუმცა ბოლო წლები მისთვის ძალიან დრამატული იყო. ცდილობდა, გამოსავალი ეპოვა, შემოქმედებითი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეალიზების საშუალება როგორც ემოციურად, ისე შემოსავლისთვის. როცა ეს ლეგენდა იქმნებოდა, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და კაპიკები იყო ანაზღაურება.

არ დავწვრილმანდები და არ მოვყვები, როგორ ვცხოვრობდით, თუმცა მხოლოდ შორიდან ჩანდა მათი ცხოვრება კაშკაშა, რეალურად ჩვენი ცხოვრება ძალიან შეჭირვებული იყო. მერე კიდევ დიდი გზა გაიარეს, ქართულ კულტურაში დიდი წვლილი შეიტანეს, მაგრამ აი, დღეს, პანდემიის დროს, როგორ უნდა ვიცხოვროთ ხელოვანმა ადამიანებმა?!

ვერ გეტყვით, როგორ მოვედით დღევანდელობამდე. მუსიკასა და მუსიკოსებზე ვინმე ფიქრობს? მამაზეც არავინ ფიქრობდა. ვინმე რომ მეკითხება, რატომ არ ჩანხარ სცენაზეო, ან საერთოდ რომ ვახსოვარ კიდევ ადამიანებს, ძალიან სასიამოვნოა და სიმართლე გითხრათ, მიკვირს. მაგრამ მე რა მაქვს სათქმელი, მამა, მართლა ბუმბერაზი ადამიანი, ვერაფერს აკეთებდა. ყველაფრისთვის თანხებია საჭირო. ფილარმონიაში კონცერტის ჩატარება გამორიცხული იყო, ბოლო წლებში რეგიონებში დადიოდნენ, კონცერტებს ზოგჯერ გარეთ, ზოგჯერ დანგრეულ კლუბში ატარებდნენ და გაციებულები ჩამოდიოდნენ.

ასაკოვან მამაჩემს ყველაფერი სტკიოდა. მე ძალიან მადლიერი ვარ ამ თაობის, იმის გამო, რომ მამა ახსოვთ, უყვართ და წინა თაობის, რომლებმაც შვილები მამას მუსიკას აზიარეს და იმასაც ვხვდები, რომ გვერდიდან ლეგენდა სხვანაირად ჩანს, მაგრამ რეალურად უამრავი პრობლემაა.

მხოლოდ ანალიზებისთვისაც კი ძალიან დიდი თანხა იყო საჭირო. რატომღაც ვიღაცებს ეგონათ, რომ მხოლოდ სიტყვა ლეგენდა გაგვიკეთებდა ყველაფერს, მათ შორის საჭმელსაც გვაჭმევდა. ნუ დავწვრილმანდებით, ამაშია ცხოვრების საოცრებაც, ამდენი სირთულის მიუხედავად, ეს ლეგენდა მაინც არსებობს და მამას მთელი ცხოვრება ადამიანების უდიდესი სიყვარული მოჰყვება.

მამა, როგორც მამაკაცი, როგორც პიროვნება ძალიან ყურადღებიანი, კეთილი და თბილი იყო, თითქმის იდეალური. ამას ჩემი მისდამი სიყვარული და ემოციები არ მალაპარაკებს, ობიექტურად ვაფასებ მის ცხოვრებას. როგორც მამა, უზომოდ მოსიყვარულე იყო. ოჯახი მისთვის ყველაფერს ნიშნავდა. მკაცრი არ იყო, იმდენი საქმე ჰქონდა, ამისთვის არც ეცალა, ბებია-ბაბუა მზრდიდა და მამა ლათინური ამერიკიდან რას გამიკეთებდა, გასტროლი კი ძალიან ხშირად ჰქონდა (იცინის). ძალიან ლოიალური ადამიანი იყო, ახალგაზრდული აზროვნება, მოდა, გემოვნება აინტერესებდა და ცდილობდა, ჩვენი გაეგო. თუმცა, მამა იყო და შესაბამისი დამოკიდებულებებიც ჰქონდა.

იქიდან გამომდინარე, რომ არაორდინარულ ოჯახში დავიბადე, მეც არ ვარ ორდინარული და არც ვყოფილვარ – არ მყავდა თაყვანისმცემლები და პრანჭიაც არ ვყოფილვარ. მიყვარდა კითხვა და ძირითადად, ამით ვიყავი დაკავებული. მერე, როცა შემიყვარდა და გავთხოვდი, იყო რაღაც მომენტები, თუმცა აბსოლუტურად გამართლებული – როცა შენი ერთადერთი შვილი ოჯახს ქმნის, ინტერესდები, ვინ არის მისი რჩეული და გინდა, საკუთარი აზრი გაუზიარო. მეუღლეს რომ გავშორდი, ჩემი შვილი ძალიან პატარა იყო და ანდრია, ფაქტობრივად, მამაჩემმა გაზარდა, მამობა მან გაუწია. ჩემს ყოფილ მეუღლესთან მე და ჩემს შვილს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მამაჩემის გარდაცვალებით, ანდრიამ პაპაც დაკარგა და გამზრდელი მამაც.

წყარო ჟურნალი „თბილისელები“

თეგები: თემურ წიკლაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved