• რეკლამა
  • კონტაქტი
06:39, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა საშინელი და საზარელი არსებაა სააკაშვილი !!!” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
13:30 09-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“რა საშინელი და საზარელი არსებაა სააკაშვილი !!!

მეშვიდედ ამბობს, რომ საქართველოში ჩამოვალო !!! კაცმაცუნი ექვსჯერ დაპირდა ადამიანებს ჩამოსვლას, არ შეასრულა და მეშვიდეჯერაც ბედავს იმავეს გამეორებას. მაშასადამე, ნამუსის ნატამალიც არ აქვს, მის ნათქვამ სიტყვას გროშიც ფასიც არ აქვს. ეს არის სუბიექტი, რომელიც ხმაურისთვის, ყურადღებისთვის ყველაფერს იკადრებს !!! ისე როგორ უნდა გძულდეს შენი თანამებრძოლები, რომ სულ ატყუებდე და შეურაცხყოფდე, იმედს აძლევდე და იმავე წუთს სასოწარკვეთაში აგდებდე!

ოდესის გუბერნატორობაზე უარი რომ ეთქვა, დღემდე საქართველოს მოქალაქე იქნებოდა, უბრალოდ, კონტინენტებს შორის წანწალი გაუჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ურცხვად აცხადებს, რომ მოქალაქეობა წაართვეს.

ეს არსება იმდენად ამბიციურია, რომ თავის თავზე თვითონ ამბობს: “მე შევქმენი თანამედროვე ქართული სახელმწიფო!”. დავით აღმაშენებელს და ილია ჭავჭავაძეს არ უთქვამთ საკუთარ თავზე ასეთი რაღაცები, ეს რამდენის უფლებას აძლევს საკუთარ თავს. წარმოიდგინეთ, კიდევ რა ფიქრები უტრიალებს გონებაში!

სუბიექტი არაფერს ნანობს, მიაჩნია, რომ სისხლი უნდა დაღვრილიყო იუსტიციის სახლების, მერაბიშვილის პოლიციისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შესაქმნელად… უკრაინელებთან უკრაინელია, ქართველებთან ქართველი, ჩუვაშებთან ჩუვაში !!!

ამას როგორ ელოდებით, ხალხო ?!!

რა შემთხვევაში ჩამოვა ექს-პრეზიდენტი თბილისში?

ამ “უბედნიერესი მოვლენის” აღსასრულებლად ორი მოთხოვნა იქნება დასაკმაყოფილებელი:

1. სააკაშვილი უნდა დარწმუნდეს, რომ მას ვერ დააპატიმრებენ ან მოკლე ვადით, პროცედურების დასრულებამდე გამოკეტავენ საპატიმროში.

2. სააკაშვილი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ჩამოსვლა სიტუაციას უკიდურესად დაძაბავს და სახელმწიფო გადატრიალების უკანასკნელი აკორდი იქნება.

___

ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ სააკაშვილს უამრავი მონათესავე სული ჰყავს საქართველოში. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი, ბიძინასთვის რაინდის ეტალონი – ირაკლი კობახიძე.

ისიც სულ იტყუება – 19 აპრილის ხელშეკრულების ხელმოწერისას ერთს ამბობს; შემდეგ იმ პირობების შესრულებას ითხოვს, რომელიც დოკუმენტში გათვალისწინებული არ იყო; ბოლოს ხელმოწერა უკან მიაქვს და სულ სხვა რაღაცებს როშავს !!! როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს თავის ნათქვამს, კოკას ხან იქიდან მიაბამს ყურს, ხან აქედან …

შეუძლია, რომ მილიონობით ადამიანს პირდაპირ ეთერში საკუთარი თავი წარუდგინოს ყველა რეგალიის ჩამოთვლით, მესამე პირში ილაპარაკოს თავისი თავის შესახებ… მისი აზრით, საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული პარლამენტარია. ვენეციის კომისიაზე კომპეტენტურია და თავს უფლებას აძლევს ორღობის ჭორიკანასავით ილანძღოს უმაღლესი ტრიბუნიდან.

კიდევ კარგი ვიღაც ჭკვიანი მალავს ხოლმე, თავის მამუკასთან ერთად, რომ ხალხმა ტელევიზორებს აგურები არ დაუშინოს!

___

ღმერთო დაიფარე ეს ქვეყანა!”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved